3 სუნელი და 2 ლიმონი საოცრად გემრიელი ქათმის შესაწვავად. მსგავსს ვერცერთ გრილ-ბარში ვერ იპოვით!

3 სუნელი და 2 ლიმონი საოცრად გემრიელი ქათმის შესაწვავად. მსგავსს ვერცერთ გრილ-ბარში ვერ იპოვით!
ქათმის შეწვის უამრავი რეცეპტი არსებობს, სხვადასხვა მარინადებითა და ორიგინალური შიგთავსებით. დღეს კი ჩვენ შემოგთავაზებთ იდეას, თუ როგორ მოამზადოთ ქათამი ლიმონითა და ნუშის საოცარი არომატით. აირჩიეთ 1,5 კგ ქათამი. 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 75 წუთი საკმარისია მის შესაბრაწად.

ინგრედიენტები:


  • 1 ქათამი
  • 2 ჩ.კ. როზმარინი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 2 ცალი ლიმონი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 250 მლ ქათმის ბულიონი
  • 1 ს.კ. ნუში
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ვაშლის წვენი
  • 1 ს.კ. ზეთი


მომზადება:

  1. მოაცილეთ ლიმონებს ცედრა. 1 ლიმონის ნახევარი დაჭერით კუბებად. მეორე დაწურეთ და შეურიეთ დაჭრილ ლიმონთან და ნუშთან.
  2. წაუსვით ქათამს მარილი, პილპილი, პაპრიკა, როზმარინი. შიგნით მოათავსეთ ნუშისა და ლიმონის ნარევი, დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
  3. მოათავსეთ ქათამი საცხობის ფორმაში, დარჩენილი ლიმონი რგოლებად დაჭერით და დააწყვეთ ქათმის ირგვლივ. დაასხით ბულიონი.
  4. შეწვით ქათამი 75 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დროდადრო მოასხით ბულიონი.
  5. შეურიეთ ვაშლის წვენი, ლიმონის ცედრა, თაფლი და ზეთი. გამოიღეთ ქათამი და წაუსვით მიღებული მასა. შეწვით კიდევ 5 წუთის განმავლობაში.


გერიელად მიირთვით!