ღუმელში გამომცხვარი დაბრაწული ქათამი ლიმონითა და ნიორით

ღუმელში გამომცხვარი დაბრაწული ქათამი ლიმონითა და ნიორით
Facepaparazzi - ი სადღესასწაულო სუფრისთვის უგემრიელეს კერძს გთავაზობთ-ასე დაბრაწული, ღუმელში გამომცხვარი ქათამი, ჯერ გასინჯული არ გექნებათ.

საჭირო მასალა:
  • გასუფთავებული ქათამი - 1,5კგ
  • ზეითუნის ზეთი - 1ს.კ
  • მარილი 1ს.კ
  • შავი პილპილი - 2ჩ.კ
  • ქონდარი -2 ღერი
  • ნიორი- 1 თავი
  • კარაქი - 50 გრ


მომზადების წესი:

1. გაახურეთ ღუმელი 180გრადუსზე.
2.ქათამი გარეცხეთ ცივ წყალში და ქაღალდის ხელსახოცით გაშრეთ.გარედან წაუსვითკარაქი.
3.მარილი, წიწაკა და წონდარი ერთად აურიეთ და ქათამს ზემოდან წაუსვით.
4.ლიმონი დაჭერით რგოლებად, ნიორი გაარჩიეთ
5. ლიმონი, ნიორი და ქონდარი მოათავსეთ ქათამში
6. ფრთხილად ჩაჭერით ქათამის კანი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით და კარაქის თხელი ფენა მოათავსეთ
7. შედგით ქათამი ღუმელში სანამ ოქროსფერი არ გახდება.
8. მზა ქათამს ზემოდან შემოახვიეთ ფოლგა და გააჩერეთ 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!