როგორ გავამრავლოთ მოცხარი ზამთარში

როგორ გავამრავლოთ მოცხარი ზამთარში
ამ კენკრის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველასათვის ცნობილია, ამიტომ ბევრი ცდილობს ნაკვეთზე ახალი პერსპექტიული ჯიშების მოყვანას. უმეტესობა შავი მოცხრის გამრავლებას დაკალმებით ამჯობინებს.

ზამთრის დაკალმებისთვის, დეკემბერში არჩევენ მსხვილ, კარგად განვითარებულ ერთწლიან ყლორტებს. ჭრიან მათგან 18-20 სანტიმეტრიან კალმებს და დღე-ღამის განმავლობაში ათავსებენ ზრდის სტიმულატორში (1 ს.კ. თაფლი გახსენით 3 ლ წყალში).

შემდეგ პოლიეთილენის პარკში ყრიან სველ ხავსს ან ნახერხს და ათავსებენ კალმებს ისე, რომ 2 კვირტი ზემოთ დარჩეს. ბერავენ პარკს, კრავენ და 10 დღით ბნელ ადგილას ათავსებენ 20-24 გრადუსის პირობებში. ამის შემდეგ გამოაქვთ შუქზე კალმები კიდევ 10 დღით. ამ დროს ჩნდება ფესვები.



კალმებს რგავენ ყუთში, რომელიც მკვებავი ნივთიერებებით შეზავებული ნიადაგითაა სავსე. ასხამენ თბილ წყალს. გაზაფხულზე კი, როდესაც დათბება. გადარგავენ მუდმივ ადგილზე, სასუქშეტანილ ორმოებში და უხვად რწყავენ. ნიადაგს პერიოდულად აფხვიერებენდ ა აცილებენ სარეველებს.