ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდი – ფილე ნაღებში!

ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდი – ფილე ნაღებში!
fpaparazzi გთვაზობთ რეცეპტს, რომლსითაც ქათმის ფილე უნაზესი გამოდის და ნაღების საოცარი არომატი მას პიკანტურ გემოს სძენს.
საჭირო მასალა:
  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ღერი ქონდარი
  • 100 გ მაგარი სახეობის ყველი
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება:
  1. ყველა მხრიდან კარგად მოაყარეთ ქათმის ფილეს მარილი და პილპილი.
  2. გაახურეთ ტაფა და შეწვით ზეთში ხორცი ორივე მხრიდან.
  3. ნაღებში ჩააჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მდოგვი, ქონდარი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
  4. წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი.
  5. გადაიტანეთ ქათმის ფილე გამოსაცხობ ფორმაში.
  6. მოასხით ნაღების სოუსი, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
  7. მთავარია, შეწვისას ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა ქათამი ძალიან არ გამოშრეს.

გემრიელად მიირთვით!