იდეალური საუზმის მარტივი ხრიკი: შეხედეთ, როგორ მზადდება ის

იდეალური საუზმის მარტივი ხრიკი: შეხედეთ, როგორ მზადდება ის
საუზმის ძალიან გემრიელი და ნოყიერი ვარიანტი. ფაქტობრივად, კერძი „სამი ერთში“: ომლეტი, შვრია და სალათი. მზადდება სწრაფად, გამოიყურება მადისაღმძვრელად და იდეალურია წუნია ბავშვებისთვისა და დიდებისთვისაც.

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 0,5 ცალი სტაფილო
  • 0,5 ცალი ხახვი
  • 0,5 ცალი პომიდორი
  • 0,5 ცალი წიწაკა ჩილი
  • 35 გრ შვრიის ფანტელი
  • 1 მწიკვი კურკუმა
  • 1 მწიკვი ორეგანო
  • 3 ს.კ. რძე
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. გარეცხეთ და დაჭერით კუბებად ბოსტნეული.
  2. დაამატეთ შვრიის ფანტელს კურკუმა, ორეგანო და მარილი. დაასხით რძე და მოურიეთ. თითო-თითოდ ჩაახალეთ კვერცხი, ათქვიფეთ.
  3. გაახურეთ ტაფაზე ზეთი, დაასხით მასა. ცოტა ხანში მოათავსეთ ზემოდან ბოსტნეულის ნარევი მწვანილთან ერთად. როდესაც ომლეტი შეიწვება, აკურატულად გადააბრუნეთ და შეწვით კიდევ 2 წუთი.