სუპერფუმფულა და ნაზი ქათმის კატლეტები შვრიის ფანტელით
მოამზადეთ fpaparazzi-ს რეცეპტით ეს უგემრიელესი კატლეტები და მთელი ოჯახი მადლობელი დაგრჩებათ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ხორცის ფარში 500 გ
- შვრიის ფანტელი (სწრაფად მოსამზადებელი) – 0,5 ჭიქა
- კვერცხი 1 ცალი
- რძე (ან წყალი) – 0,5 ჭიქა
- ხახვი 1 თავი
- ნიორი 2 კბილი
- პაპრიკა
- შავი დაფქული წიწაკა
- მარილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- კვერცხი ათქვიფეთ რძესთან ერთად და დაასხით შვრიის ფანტელს. გააჩერეთ მასა ნახევარი საათით.
- დაუმატეთ ქათმის ფარშს წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ ფარშს გაფუებული შვრიის ფანტელი, მარილი, პილპილი და პაპრიკა.
- კარგად აურიეთ ხელით ფარში.
- გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და ისიც გააცხელეთ.
- სუფრის კოვზით ამოიღეთ ფარში საერთო მასიდან და დადეთ გახურებულ ტაფაზე.
- შეწვით კატლეტები მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.
- შემდეგ დაუკელით ცეცხლს და თავდახურულ ტაფაში შეწვით ხორცის ბოლომდე მომზადებამდე.
გემრიელად მიირთვით!