როგორ მოვამზადოთ ომლეტი იტალიურად? გემრიელი ფრიტატა ღუმელში.

როგორ მოვამზადოთ ომლეტი იტალიურად? გემრიელი ფრიტატა ღუმელში.
ნამდვილი იტალიური ფრიტატა დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში, სპეციალურ, ორყურიან ტაფაში მზადდება. დანარჩენს რეცეპტში იხილავთ.

საჭირო მასალა:

  • კვერცხი 6 ცალი
  • ყაბაყი 100 გ
  • პომიდორი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • მაგარი სახეობის ყველი 100 გ
  • კარაქი 2 ს/კ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • ზეთისხილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. ყაბაყი, 1 პომიდორი და ბულგარული დაჭერით საშუალო ზომის, თანაბარ კუბიკებად. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
  2. ტაფას წაუსვით ბლომად კარაქი და შეწვით ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.
  4. შემწვარი ბოსტნეული გადაიტენთ გამოსაცხობ ფორმაში და დაასხით ათქვიფელი კვერცხი.
  5. ზემოდან დაალაგეთ თხელ წრეებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ბაზილიკის ფოთლები.
  6. აცხვეთ ფრიტატა 15 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  7. შემდეგ გამორთეთ ღუმელი და 10 წუთი დატოვეთ ომლეტი ღუმელშივე.
  8. მზა ფრიტატა მორთეთ ზეთისხილით.


გემრიელად მიირთვით!