იდეალური საუზმე იდეალური დღისთვის-გემრიელი, სასარგებლო და რაც მთავარია სწრაფად მოსამზადებელი
იმისათვის რომ დღემ იდეალურად ჩაიაროს, იგი გემრიელი საუზმით უნდა დაიწყოთ. სწორედ ასეთი გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტი გვინდა გაგიმხილოთ. ხრაშუნა ფუნთუშები ფარშირებული ბოსტნეულითა და კვერცხით- ნამდვილი გურმანების იდეალური არჩევანია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ფუნთუშა- 6 ცალი
- კარაქი- 2ს.კ
- ბულგარული წიწაკა- 1 ცალი
- ლორი- 100გ
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- კვერცხი- 6 ცალი
- პომიდორი- 1 ცალი
- კიტრი- 1 ცალი
- მარილი- გემოვნებით
- ფუნთუშას ზედა ნაწილი ფრთხილად მოაცალეთ და თითოეულ მათგანში ჩადეთ პატარა ნაჭერი კარაქი.
- ბოსტნეული და ლორი დაჭერით წვრილად.
- მიღებული გულსართი გადაანაწილეთ ექვსივე ფუნთუშაში. ზემოდან კი დაახალეთ კვერცხი. დამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- აცხვეთ ფუნთუშები 180- 200გრადუსზე 10- 15 წუთით.