მადისაღმძვრელი პომიდორი ყველით – სწრაფი საუზმე
fpaparazzi ყველაზე გემრიელი, ნოყიერი და სწრაფი საუზმის რეცეპტს გთავაზობთ. არ დაგეზაროთ მომზადება, არ ინანებთ!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- პომიდორი 1 ცალი
- ყველი 20 გ
- კვერცხი 1 ცალი
- სალათის ფურცელი 2 ცალი
მომზადება:
- გარეცხეთ პომიდორი და მოაჭერით თავი. დაჭერით სალათის ფურცლები და ყველი პატარა ნაჭრებად.
- ამოაცალეთ პომიდორს გული.
- “დაფარშეთ” პომიდორი ფენებად: სალათის ფურცლები, ყველი, ჩაახალეთ კვერცხი, კვლავ სალათის ფურცლები და ყველი.
- მოათავსეთ “ფარშირებული” პომიდორი ქვაბში, დაახურეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ამზადეთ 15-20 წუთის განმავლობაში (იმის მიხედვით, რამდენად მოხაორშული გსურთ, რომ იყოს კვერცხი).
- საუზმე მზად არის!
გემრიელად მიირთვით!