ტორტი „კლეოპატრას თვალები“: 2 სახის ცომი, კრემი, ჟელე და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი
„კლეოპატრას თვალები“ - კიდევ ერთი უგემრიელესი დესერტი, რომელიც ასევე ულამაზესი გამოდის. ჟელეს სიმჟავის, ტკბილი კრემისა და ნაზი ბისკვიტის საოცარი ნაზავია!
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 8 ვერცხი
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 4 ს.კ. ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიარებელი
- 10 ს.კ. ზეთი
- 2 ს.კ. კაკაო
- 1 ს.კ. ძმარი
- 1 ს.კ. სახამებელი
- 0,5 ლიტრი რძე
- 1,5 ც ვანილის პუდინგი
- 200 გრ კარაქი
- 2 ც ჟელე
- 300 გრ ბისკვიტის ნამცხვარი
- 400 მლ წყალი
- 1 ს.კ. კონიაკი
- 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა
მომზადება:
- მოამზადეთ მუქი ცომი. ათქვიფეთ მიქსერით 6 კვერცხის გული და 6 ს.კ. შაქარი, დაუმატეთ 5 ს.კ. ზეთი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
- თეთრი ცომი: 6 ცილა და 1,5 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ. დაამატეთ 5 ს.კ. ზეთი, ძმარი და სახამებელი. საცხობ ფორმაში 25 х 35 სმ კოვზით მოათასვეთ რიგრიგობით თეთრი და მუქი ცომი. ოდნავ შეურიეთ ჩანგლით, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წთ. გააცივეთ და გაჭერით ჰორიზონტალურად შუაზე.
- მოამზადეთ კრემი: პუდინგის ფხვნილი და 5 ს.კ. შაქარი ჩაყარეთ ცხელ რძეში და ადუღეთ დასქელებამდე. გააცივეთ, ათქვიფეთ კარაქთან.
- გახსენით 2 შეკვრა მწვანე ფერის ჟელე (კივი) 300 მლ ცხელ წყალში. გააცივეთ გელის კონსისტენციამდე. ათქვიფეთ კარაქთან. წაუსვით ბისკვიტის ქვედა მხარეს 2/3 კრემი.
- დაასხით ყავას ¼ ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ კონიაკი. ჩააწეთ ნამცხვარი სითხეში და დააწყვეთ კრემწასმულ ფენაზე.
- ნამცხვრებს შორის დაადეთ ჟელე, წაუსვით ზემოდან დარჩენილი კრემი. დააფარეთ მეორე ფენა. დატოვეთ რამდენიემს აათით გრილ ადგილას. შეგიძლიათ დაასხათ შოკოლადის მინანქარი.