კეფირის ტორტი: შესანიშნავი დესერტი ზაფხულის საღამოებისთვის!
ეს დესერტი არა მხოლოდ ნაზი გემოთი გამოირჩევა, არამედ მომზადების სიმარტივითაც. ამიტომაც მოგიმზადათ fpaparazzi-მ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
კრემი:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა კეფირი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჩ.კ. სოდა
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ.კ. კაკაო
კრემი:
- 500 გ არაჟანი
- 100 გ შაქარი
მომზადების წესი:
- კარგად ათქვიფეთ ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის მასა.
- გაყავით ცომი 2 ნაწილად, ერთში დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კაკაო.
- გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი, აცადეთ, რომ გაგრილდეს და გაყავით თითოეული ორ ნაწილად.
- იმისათვის, რომ კრემი მოამზადოთ, კარგად ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი ერთად. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ნიგოზი ან ცუკატები.
- წაუსვით ბირკვიტს კრემი და ზემოდან მოაყარეთ კაკაო. აცადეთ გაუჯდეს ბისკვიტს კრემი, 2 საათით შედგით მაცივარში, შემდეგ კი შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ.