უმდიდრესი სამკურნალო თვისებების გამო, ხახვს ჩვენი წინაპრები პანაცეად მიიჩნევდნენ!
უნიკალური თვისებების გამო, ხახვი ძველ სპარსეთსა და საბერძნეთში ძვირფას მცენარედ ითვლებოდა. ხახვი ათეთრებს კანს, აქრბს ნაოჭებს. თავდაპირველად ის მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ხმარობდნენ საკვებადაც და კოსმეტიკური მიზნებითაც. დროთა განმავლობაში ხახვის ხმარება დაიწყო დაბალი ფენის მოსახლეობამაც.
უმდიდრესი სამკურნალო თვისებების გამო ხახვი ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენებოდა. ამბობდნენ რომ "ვინც ხახვს მიირთმევს, უმძიმესი სნეულებებისგან განიკურნება", " ხახვი ადამიანს თითქმის კურნავს შვიდი სენისგან".
ძველად ექიმები ხახვს პანაცეად მიიჩნევდნენ. ხახვს აღმერთებდა არაბი მკურნალი ავეცინა, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალებას.
ხახვის შემადგენლობაში შედის მფრინავი და არამფრინავი ფიტოციდები, რომელთა მოქმედება უახლოვდება ანტიბიოტიკების მოქმედებას ინფექციური დაავადებების დროს. შველის გრიპს, ანგინას, ყივანახველას, კლავს ინფექციის გამომწვევ ვირუსს, ტუბერკულოზის ჩხირს, ახშობს ლპობისა და დუღილის პროცესს ნაწლავებში, კურნავს კანის ჩირქოვან დაავადებებს, აძლიერებს მადას, დაბლა წევს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში და არტერიულ წნევას ჰიპერტონიის დროს.
გაგაცნობთ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს:

- ხახვი ხელს უწყობს შარდის ბუშტის კენჭებისგან განთავისუფლებას, მოგაშორებთ წელის ტკივილს.
100 გრ ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ 0,5 ლ ბოთლში, დაასხით სპირტი ან წყალი, ისე, რომ დაიფაროს, დადგით თბილ ან მზიან ადგილას 10 დღით. პერიოდულად ურიეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 - 2 სუფრის კოვზი ორჯერ დღეში ჭამის წინ. - კუჭის წყლულის დროს მედიცინა გვთავაზობს: ხახვის წვენს დაუმატოთ იმდენივე წყალი (0,5 ლ ) და სვათ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- გასტრიტის დროს ხახვის წვენს დაუმატეთ იმდენივე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა მაწონში შერეული 3 - 4 - ჯერ ჭამის წინ.
- აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, დაჭერით წვრილად, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ დილამდე. გაწურეთ, მიიღეთ დღეში 3 - 4 - ჯერ. ძალიან უწყობს ხელს ასკარიდების და წვრილი ჭიების დაყრას.
- ჭიებისა და სხვა პარაზიტებისგან სამუდამოდ განიკურნებით, თუ 4 მოზრდილ ხახვს დაჭრით და დაუმატებთ არაყს ისე, რომ დაიფაროს. დადგით თბილ ადგილას 10 დღე. გაწურეთ, მიიღეთ 1 - 2 სუფრის კოვზი 2 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ცისტიტის სამკურნალოდ: აიღეთ 3 საშუალო ზომის ხახვი, გახეხეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ ჭიპს ქვევით, ზევიდან ნაჭერი დააფარეთ და ჩათბით, 1 საათის შემდეგ მოიშორეთ, დღეში ერთხელ.