დიეტური ფილე აქამდე არასოდეს ყოფილა ასე გემრიელი: მარტივი ინგრედიენტი საოცარი გარდაქმნისთვის!

დიეტური ფილე აქამდე არასოდეს ყოფილა ასე გემრიელი: მარტივი ინგრედიენტი საოცარი გარდაქმნისთვის!
ვინ თქვა, რომ სასარგებლო საკვები აუცილებლად უგემური უნდა იყოს? გთავაზობთ შესანიშნავი მეორე კერძის რეცეპტს, რომლის მომზადება ძლაიან ადვილია, დიდ დროს არ წაგართმევთ და ძალიან ნაზი და გემრიელი გამოდის. მაშ ასე - ნებისმიერი დიეტური მაგიდის პრიმა - ქათამი! ამგჯერად, ლიმონის არაჩვეულებრივ მარინადში!

ინგრედიენტები:
  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ბეგქონდარა
  • 1 კონა რუკოლა
  • ხორბლის ფქვილი - გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

  1. დაჭერით ხაზებად ქათმის ფილე და მოათავსეთ კონტეინერში.



  2. სახეხიით მოაცილეთ ლიმონს ცედრა და დაამატეთ კონტეინერში.

  3. დაწურეთ წვენი და მოასხით ფილეს. მოურიეთ, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 1 საათით.

  4. გაახურეთ ტაფა. ქათამს დაუმატეთ ფქვილი, მეგქონდარა და კვლავ მოურიეთ. მოათავსეთ ფილე ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით 3-3 წუთით ყოველი მხრიდან. თეფშზე მოათავსეთ რუკოლა, ზემოდან კი ქათმის ფილე.


გირჩევთ, მირითვათ ქათმის ფილე რაიმე სოუსთან ერთად. გემრიელად მირითვით!