ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდი – ფილე ნაღებში!

ქათმის მომზადების საუკეთესო მეთოდი – ფილე ნაღებში!
ამ მეთოდით ქათმის ფილე უნაზესი გამოდის და ნაღების საოცარი არომატი მას პიკანტურ გემოს სძენს. ამიტომაც გთავაზობთ fpaparazzi დღეს ამ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ღერი ქონდარი
  • 100 გ მაგარი სახეობის ყველი
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

[bმომზადება:[/b]
  1. ყველა მხრიდან კარგად მოაყარეთ ქათმის ფილეს მარილი და პილპილი.
  2. გაახურეთ ტაფა და შეწვით ზეთში ხორცი ორივე მხრიდან.
  3. ნაღებში ჩააჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მდოგვი, ქონდარი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
  4. წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი.
  5. გადაიტანეთ ქათმის ფილე გამოსაცხობ ფორმაში.
  6. მოასხით ნაღების სოუსი, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  7. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.
  8. მთავარია, შეწვისას ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა ქათამი ძალიან არ გამოშრეს.

გემრიელად მიირთვით