სოკოსა და სტაფილოს ორიგინალური მობრაწულა: მოეწონება მათაც, ვისაც ხორცის გარეშე ვახშამი ვერ წარმოუდგენია
კერძები, რომლებსაც დიდი მონდომება არ სჭირდება - ბევრის საყვარელი არჩევანია. ისინი ტოლს არ უდებენ რთულ კერძებს, მომზადებას კი სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. სწორედ ასეთებს მიეკუთვნება ჩვენი ორიგინალური მობრაწულა, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მირითვით!
ინგრედიენტები:
- 2 ცალი სტაფილო
- 100 გრ ქამა სოკო
- 4 კვერცხი
- ½ ჭიქა რძე
- 5 ს.კ. ფქვილი
- 5 ს.კ. ზეთი
- 20 გრ საფანელი
- მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
- მარილიან წყალში მოხარშეთ სოკო.
- დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.
- დაჭერით სტაფილო წრიულად და დაუმატეთ ხახვს, შემდეგ დაუმატეთ მოხარშული სოკო. შეწვით რამდენიმე სუთის განმავლობაში, დაუმატეთ პილპილი.
- თასში შეურიეთ კვერცხი, რძე და ფქვილი, მოზილეთ თხელი ცომი.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ საფანელი.
- ფსკერზე მოათავსეთ სოკოსა და სტაფილოს მასის ნახევარი, დაასხით ცომის ნახევარი. ზემოდან მოათავსეთ დარჩენილი სოკოს მასა და დაასხით კვლავ ცომი.
- მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ.
გემრიელად მირითვით!