პელმენები ქოთანში სოკოთი და არაჟნით

პელმენები ქოთანში სოკოთი და არაჟნით
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ პელმენი განსხვავებულად...
საჭირო მასალა:
  • 0,5 კგ მზა პელმენი;
  • 10 ცალი ქამა სოკო;
  • 1 თავი ხახვი;
  • 50 გ კარაქი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • მარილი და პილპილი
  • მწვანილი

მომზადება:
  1. მოხარშეთ პელმენი (ოღონდ ნახევრად). გამოგადგებათ ნებისმიერი სახეობის პელმენი.
  2. ხახვი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ კარაქში.
  3. დაუმატეთ ხახვს დაჭრილი სოკო და ხრაკეთ 5-8 წუთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  4. ქოთნის ფსკერზე მოათავსეთ პელმენი, დაუმატეთ პატარა ნაჭერი კარაქი.
  5. ზემოდან კი გაანაწილეთ მოხრაკული ხახვი და სოკო.
  6. ხახვისა და სოკოს მოხრაკვის შემდეგ დარჩენილი წვენი შეურიეთ არაჟანს და მოასხით ეს სოუსი ქოთანში პელმენს.
  7. კვლავ მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  8. დააფარეთ ქოთანს თვსახური და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.
  9. მზა პელმენს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!