აი, როგორ უნდა უმკურნალოთ სოკოვან ფრჩხილს კაკლის გულით

აი, როგორ უნდა უმკურნალოთ სოკოვან ფრჩხილს კაკლის გულით
ეპიდერმოფიტია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებაა, გავრცელებულია მხოლოდ ადამიანებში, დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს მომატებული ოფლიანობა, კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კანის ტრამვა, ბრტყელტერფიანობა, რეზინის ფეხსაცმლის ხშირი გამოყენება, სინთეთიკური მასალის წინდების ჩაცმა, გარემოს მომატებული ტემპერატურა და ტენიანობა. ეპიდერმოფიტია გადაედება აბანოებში, საშხაპეებში საერთო ფეხსაცმლის, წინდების, მაკრატელის, ღრუბლის გამოყენებით.

რეცეპტები:
  • კატაბარდა გამოიყენება ცხელი საფენის სახით. 1 ს/კ (დაფქული ფოთლები მაის - ივნისში შეგროვილი) დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ნაყენი გამოიყენება წასასმელადაც.

  • ფეხის სოკოვანი დაავადების დროს, განსაკუთრებით თუ ლოკალიზებულია თითებშორის, გამოიყენება საკვები სოდა 1 -ს/კ. დაასხით მცირე რაოდენობით ოთახის ტემპერატურის წყალი, დაამუშავე კარგად, დაზიანებული ადგილი ამ სითხით შეიშრე და დააყარეთ სახამებელი ან ტალკი.

  • 2 ს/კ მარილი 1/2 ლ თბილ წყალში კეთდება აბაზანები 5 - 10 წუთის განმავლობაში, ყოველდღე, სასურველი შედეგის მიღებამდე.

  • დაზიანებულ ფრჩხილზე შეიძლება წაისვათ მალამო:
    აიღეთ ახალი კვერცხი, 1 ჩ/კ დიმეთილფთალატი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 1 ს/კ 70 % - იანი ძმარი ყველაფერი კარგად აურიეთ მალამო, ინახება მაცივარში. მალამოს წაუსვამთ ფრჩხილებზე საღამოთი, გადაახვიეთ პოლიეთილენის პარკი და ჩაიცვით წინდა შორს წასული ფორმის დროს საჭიროა კომპრესი დაედოს 24 საათის განმავლობაში, 3 - 4 დღე. სოკო ქრება, დაზიანებული ფრჩხილი მოძვრება, თავისუფლდება ადგილი ახალი ფრჩხილისთვის.

  • ფრჩხილი თუ გაშავდა აიღეთ კაკლის გული, დანაყეთ, გადაიტანეთ პოლიეთილენზე, დაადეთ გაშავებულ ფრჩხილს და გადაახვიეთ, გააჩერეთ მთელი ღამე თუ ტკივილი მოსათმენია. ნახვევი რჩება თუ არა მოხსენით. მკურნალობა გრძელდება არანაკლებს 1 კვირა.

  • სოკოთი დაზიანებული ხელის მტევნისთვის ან ტერფისთვის კეთდება ცხელი აბაზანა (50 გრადუსი ) სოდით ან მდოგვით, შეიშრეთ და წაუსვით კუპრის შემცველი მალამო.

  • სოკოვანი დაავადების დროს გამოიყენება არყის ხის ფოთლებისა და კვირტების სპირტიანი ნაყენი: 10 გრ ნედლეულს დაასხით 100 მლ სპირტი. დააყენეთ 14 დღე, გაწურეთ, წაუსვით პრობლემურ ადგილზე. ამასთანავე სვამენ კვირტების ნახარშს.

  • დროზერას (მრგვალფოთლიანს) წვენს უსვამენ დაზიანებულ ადგილზე 1 - 2 - ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

  • ახალი მინდვრის პიტნის დასრესილი ფოთლები ედება დაზიანებულ ადგილას 1 -2 -ჯერ დღეში, 10 დღე.

  • კანის სოკოვანი დაავადების დროს 1 ს/კ ღორის ბირკავას ბალახს დაასხით წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი, დააყენეთ 1 სთ. გაწურეთ ნედლეული, დაამატეთ 1 ჭ მდუღარე, მოცულობის შესავსებად, ყოველდღიურად კეთდება საფენები დაზიანებულ ადგილზე, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ფეხის სოკოვანი დაავადების დროს 1 მუჭა დაფქული მცენარეს დაასხით ძლიერ მდუღარე, დააყენეთ სახურავიან ჭურჭელში 10 წუთი. კეთდება აბაზანა 30 წუთიანი, კვირაში 2 - ჯერ, მკურნალობა ხანგრძლივია.
    საყურადღებოა: მცენარე შხამიანია! გარეგნულად მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვა თუ არ გაივლის მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი