დაამარცხეთ ფრჩხილის სოკო მარტივი და ნაცადი რეცეპტებით.
ეპიდერმოფიტია - ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებაა, გავრცელებულია მხოლოდ ადამიანებში, დაავადების განვითარებში დიდ როლს თამაშობს მომატებული ოფლიანობა. კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კანის ტრამვა, ბრტყელტერფიანობა, რეზინის ფეხსაცმლის ხშირი გამოყენება, სინთეთიკური მასალის წინდების ჩაცმა, გარემოს მომამტებულუ ტემპერატურა და ტენიანობა. ეპიდერმოფიტია გადაედება აბანოებში, საშხაპეებში საერთო ფეხსაცმლის, წინდების, მაკრატელის, ღრუბლის გამოყენებით.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- დაზიანებულ ადგილზე 2 - ჯერ დღეში ისვამენ რძიანას წვენს მთელი კვირის განმავლობაში. მცენარის მიწისზედა ნაწილის ნაყენით ( 2 - 4 მუჭა 1 სათლ მდუღარეზე, დააყენეთ 1 სთ, გააცხელეთ იმ ტემპერატურამდე სანამ ფეხი გაუძლებს ) აკეთებენ დამარბილებელ აბაზანებს 10 - 15 წუთის განმავლობაში 3 - 5 - ჯერ დღეში.
- ყანის ნიორი გამოიყენება ადგილობრივად, დანაყილი ფაფის მაგვარი კონსისტენციის, წასასმელად ასეთივე დანიშნულება აქვს ღანძილს.
- თალგამის ბოლქვი გახეხილი ედება დაზიანებულ ადგილს.
- ქრისტესისხლას წვენს უსვამენ დაზიანებულ ადგილზე 20 - 30 წთ. მეორდება 7 - 10 დღის განმავლობაში. ასევე კეთდება ცხელი აბაზანები: 3 მუჭა ქრისტესისხლას ბალახი ყვავილებიანად დაასხი 3 ლ წყალი ( მდუღარე) დააყენე 30 წთ. აბაზანა კეთდება 20 წთ -ის განმავლობაში მდუღარე წყლის ჩამატებით.
- აბაზანები ასევე კეთდება: ჭაობის კოთხუჯის ფესვებით, კამით, ლავანდის მიწისზედა ნაწილით, ვარდის ფოთლებით, ბეგქონდარას ბალახით.
- ლეღვის ეთრზეთი გამოიყენება ყოველდღიურად წასასმელად ადგილზე ეფინება ასევე ფაფა ფოთლებისა და ნაყოფისგან მომზადებული, 1- 2 -ჯერ დღეში.
- არყის ხისა და ალვის ხის კვირტების ( თანაბარი რაოდენობით დაასხით სპირტი და არაყი 1:10 განზავებით, დააყენეთ 7 დღე გაწურეთ, გამოიყენება ადგილობრივად წასასმელად.