მშობლების გავრცელებული შეცდომები ბავშვთა მკურნალობის დროს
საშუალოდ ბავშვს წელიწადში 7 - ჯერ გადააქვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ხშირად მშობლები ამ დაავადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. მართალია, როგორც ისინი ფიქრობენ, ინფექცია, თუ გართულებების გარეშე მიმდინარეობს, 5 - 7 დღეში გადის, მაგრამ მთავარი საშიშროება სწორედ გართულება და ბავშვის იმუნიტეტის შესუსტებაა. გაციების დროს მშობლების მიერ დაშვებული შეცდომები კი მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას.
გაციება და გრიპი საშიშია არა მარტო თავისი გართულებებით, არამედ, არასწორიი მკურნალობის გამო, ბავშვის ჯანმრთელობის შერყევით. სამკურნალწამლო პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების ურეცეპტოდ ხელმისაწვდომობა საკუთარი შვილების მკურნალობაში ხშირად ექსპერიმენტებისადმი უფროსების მიდრეკილებას იწვევს.
ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ გაციებითი დაავადებების დროს ბავშვთა მკურნალობაში დაშვებული იმ გავრცელებული შეცდომების შესახებ, რომელთა დაშვებაც არაფრით არ შეიძლება.
შეწუხებული მშობლები მიეჩვიენ, რომ გაციების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე მჭიდროდ დაგმანონ ფანჯრებიმ რათა არ გაუშვან ასე ძვირფასი სითბო. რა თქმა უნდა, ბავშვის გადაციება არაფრით არ შეიძლება, იმუნიტეტი ისედაც შერყეულია ვირუსების შემოტევით, მაგრამ დიდხანს გაუნიავებელ სახლში ყოფნამაც შეიძლება ავნოს, რამდენადაც ავადმყოფი ადამიანი ვირუსებს გამოყოფს. მათი ჰაერში კონცენტრაცია კი ისეთი მაღალი ხდება, რომ ეს ხელს უშლის გამოჯანმრთელებას.
რა არის სწორი? პირიქითაა საჭირო - ხშირად გახსენით ფანჯრები, შინ შეოუშვით ცივი ჰაერი. ის ვირუსების მინიმალურ რაოდენობას შეიცავს, ეს სითბოსმოყვარული არსებები კი სიცივეში იხოცებიან.
ჩვენ შევეჩვიეთ ხველების წამლების ყიდვას ისე, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ მათი მოქმედების მექანიზმს. ხშირადაც იმიტომ ვუშვებთ შეცდომებს, რომ ბევრი პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, არ შეიძლება თვითნებურად შეიძლება მხოლოდ ამოსახველებელი საშუალებების მიღება, რომლებსაც სისველე გამოაქვს ბრონქებიდან. განსაკუთრებით საფრთხილოა ამოსახველებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების ერთმანეთთან შეხამება: სისველე ეწებება ბრონქებს და იქიდან არ გამოდის. წამალთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას.
"არ ავნო"!
მედიცინაში არსებობს ცნება "იატროგენია". ეს არასწორი მკურნალობით მდგომარეობის გაუარესებას აღნიშნავს. ამის შესახებ კი ძველი ექიმი ჰიპოკრატე ამბობდა: "არ ავნო"! ვირუსული დაავადებების დროს ბავშვებისთვის ვნების მიყენება იოლია- ფარმაცევტული ბაზარი წამლების დიდ არჩევანს გვთავაზობს, რომელთაგანაც ბევრს ტოქსიკური ეფექტი აქვს. იგულისხმება, რომ თუკი საქმე სერიოზული დაავადებების მკურნალობას ეხება, ძლიერმოქმედი საშუალებების გამოყენება გამართლებულია, მაგრამ ჩვეულებრივი სურდოს დროს ამან სარგებლობის ნაცვლად, შეიძლება ზიანი მოგვიტანოს. ძლიერმოქმედი საშუალებების პოპულარიზაციას იქამდე მივყავართ, რომ ისინი წარამარა გამოიყენება: ერთი დაცემინებისას მზად არიან პატარას ძლიერი წამალი მისცენ. მართალია, გაციება და, მით უფრო გრიპი, სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, მაგრამ მთავარია სწორი მკურნალობა.
ნებისმიერი ავადმყოფობის განსაკურნებლად საჭიროა მის გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედება. არადა, ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ავადმყოფობის პირველსავე დღეს ანტიბიოტიკების დანიშვნა. ვირუსები ანტიბიოტიკების მიმართ უგრძნობი არიან, ამიტომ ასეთი შეუფერებელი დანიშნულება დაწყებით სტადიაზე არამცთუ უაზრობაა, არამედ - საშიშიც! გაუმართლებლად ანტიბიოტიკის დანიშვნამ შეიძლება ბავშვს ბუნებრივი მიკროფლორა გაუნადგუროს, რომელიც ინფექციისთვის მთავარი ბარიერია. ამასთანავე, ავადმყოფობის პირველსავე დღეს ანტიბიოტიკის გამოყენება შლის კლინიკურ სურათს და შემდეგ ექიმისთვისაც რთულია სწორი დიაგნოზის დასმა. ამიტომ ანტიბიოტიკების დასანიშნად საფუძვლიანი მიზეზებია საჭირო.