განკურნებადია თუ არა სტაფილოკოკი და არის თუ არა ეს დაავადება გადამდები?!
ჩემს 5 წლის გოგონას დაახლოებით ერთი წლის წინ თვალში აღმოაჩნდა სტაფილოკოკი უხვი ზრდით. ჩავუტარე მკურნალობის რამდენიმე კურსი ( სტაფილოფაგი, ლევომიცეტინი, ტობრექსი, მალამოები - ჰიდროკორტიზონი და ტეტრაციკლინი ). შემდეგი ანალიზის პასუხით აღენიშნებოდა სტაფილოკოკი ზომიერი ზრდით, მაგრამ ერთი თვის წინ დაეწყო სპაზმური ხველა დილით და ღამით. ანალიზით გაირკვა, რომ ყელშიც ჰქონია სტაფილოკოკი. ვუმკურნალე პიობაქტერიოფაგით, მაგრამ ხველა არ შეუწყდა. თვალიდანაც დაეწყო ჩირქდენა. კომპლექსური მკურნალობა ხომ არ არის საჭირო, განკურნებადია თუ არა და რამდენად გადამდებია ეს დაავადება?
ექიმის კომენტარი:
ჩანს, რომ ბავშვს ესაჭიროება კომპლექსური გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად. სტაფილოკოკი დაჩირქების გამომწვევი ბურთისებრი ფორმის მიკრობია, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და ჯანმრთელ ადამიანშიც გვხვდება ხოლმე, მაგრამ ინფექციას იწვევს, როდესაც ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და სტაფილოკოკის გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი კი შეიძლება მრავალგვარი იყოს. მაგალითად, ვირუსული ინფექციის დროს იფიტება იმუნური სისტემა და მეორადად აქტიურდება ჩირქოვანი ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ( ამას ვირუსული ინფექციის მეორად გართულებას უწოდებენ ) და ვითარდება ფილტვების ანთება, ყურის ან ჰაიმორის ღრუს ანთება და ა. შ. ასევე ასუსტებს ორგანიზმს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები თუ ინფექციები. შესაძლოა მათ ფონზე ჩირქოვანი ინფექცია იმდენად მოძლიერდეს, რომ ყველაზე მძიმე გართულება - სეფსისიც კი განვითარდეს. ამიტომ, როდესაც ადამიანს წლების განმავლობაში აქვს ქრონიკული ჩირქოვანი ინფექცია, მით უმეტეს, რომ სახეზეა სტაფილოკოკის ინტენსიური ზრდა თვალისა და ცხვირ- ხახის ლორწოვანაზე და ანტიბიოტიკოთერაპია შედეგს არ იძლევა, საჭიროა ჩატარდეს დამატებითი კვლევა იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ორგანიზმის დასუსტება, მკურნალობისას კი აუცილებელი იქნება ასევე კომპლექსური მიდგომა პრობლემისადმი. ანტიბიოტიკოთერაპიის გარდა, უნდა მოხდეს ორგანიზმის იმუნოსტიმულაცია და აგრეთვე იმ მიზეზებთან ბრძოლაა აუცილებელი, რომლებიც აღნიშნული ინფექციის გამომწვევი გახდა. სტაფილოკოკი ინფექციის გამომწვევი მიკრობია, მაგრამ იგი დაავადებას მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში იწვევს. ამდენად, ეპიდემიური თვალსაზრისით სტაფილოკოკური ინფექცია განსაკუთრებით საშიში არ არის და ავადმყოფის იზოლაციას არ საჭიროებს. თუმცა, გარკვეული ჰიგიენური ნორმების დაცვა მაინც საჭიროა.
გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ პედიატრს, რომელიც ბავშვის ზოგადი ფიზიკური გამოკვლევის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნას გააკეთებს და გამოკვლევისა და მკურნალობის კონკრეტულ გეგმასაც შემოგთავაზებთ.