გაიგეთ მეტი, ნიორის უნიკალური, სამკურნალო თვისებების შესახებ.

გაიგეთ მეტი, ნიორის უნიკალური, სამკურნალო თვისებების შესახებ.
ნიორს ბევრი მოყვარული ჰყავს. მისი კვალი ნაპოვნია უძველეს გამოქავებულებში.
მთელი მსოფლიოს მედიკოსები ნიორს თვლიან ძალიან ძლიერ და ეფექტურ საშუალებად მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის დროს.
ნიორი ასტიმულურებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას.

- მუცლის ტიფისა და დიზენტერიის ეპიდემიის დროს რეკომენდირებულია დღეში 3 - 4 კბილი ნიორის მიღება. ნიორის სპირტიანი ნაყენით ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ შარდკენჭოვან დაავადებებსა და ბრონქიტს.
ნიორის ფიტოციდები კლავს სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, ტუბერკულოზის გამომწვევ მიკრობებს. ამ თვისებების გამო მას მაღალი ეფექტი აქვს ზედა და ჩირქოვანი ჭრილობების დროს. რისთვისაც იყენებენ ნივრის ფაფას.
ნიორი, რომელიც ვიტამინებისა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ნამდვილი საკუჭნაოა, კვლავ რჩება სპეციალისტთა შესწავლის საგნად.

- ნიორის უნიკალურ სამკურნალო თვისებებთან ერთად, იგი უკუნაჩვენებია ორსულთათვის, კუჭისა და ნაწლავების, ღვიძლის, თირკმელების მწვავე დაავადებისა და ეპილეფსიის დროს. მისმა უზომო ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების მიკროფლორის დათრგუნვა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია