აი, როგორ უნდა გააოცოთ სტუმრები: ფანტასტიკურად გემრიელი კერძი ჩვეულებრივი ფარშისგან
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა მაცივარში ფარში გვაქვს, არადა კოტლეტები უკვე ყელშია ამოსული? ჩვენ ვიცით, თ როგორ გაგიმრავალფეროვნოთ რაციონი: ფარშისა და ბადრიჯნის რულეტი - საკმაოდ მარტივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ნამდვილი შედევრია.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 550 გრ ძროხის ხორცის ფარში
- 3 ბადრიჯანი
- 150 გრ სულგუნი
- 50 გრ პარმეზანი
- 2 კვერცხი
- 50 გრ პური
- მარილი, პილპილი, ოხრახუში - გემოვნებით
მომზადება:
- შეურიეთ ფარში, კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში, პარმეზანი, დამბალი პური, მარილი და პილპილი.
- გარეცხეთ და დაჭერით თხლად, სიგრძეზე ბადრიჯანი. ოდნავ შეწვით ორივე მხრიდან ტაფაზე, ზეთში.
- გაცივების შემდეგ მოათავსეთ პერგამენტზე ისე, რომ ფენებისგან მართკუთხედი შექმნათ.
- დაჭერით თხლად ყველი. ბადრიჯნებზე მოათავსეთ ფარში და გაათანაბრეთ. დაადევით ყველის ნაჭრები და დაახვიეთ რულეტი საცხობ პერგამენტში.
- გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!