ამ შესანიშნავი კერძის დაგემოვნების შემდეგ, მომავალში ომლეტს მხოლოდ ასე მოამზადებთ!
გთავაზობთ უნივერსალურ რეცეპტს! საქმე იმაშია, რომ მოცემული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ცივი, ცხელი, ხემსის სახით ან მეორე კერძის სახით. მაშ ასე - ომლეტის რულეტი ლორით!
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 100 გრ ლორი
- 100 გრ პარმეზანი
- ნიახური, მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
- თასში შეურიეთ კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და გახეხილი პარმეზანი.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი ან კარაქი.
- დაასხით კვერცხის მასა და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
- გამოიღეთ და მოათავსეთ პერგამენტის ახალ ფენაზე. დაჭერით ლორი და ყველი რაც შეიძლება თხლად.
- მოათავსეთ ომლეტზე ლორის, შემდეგ ყველის ფენა. დაახვიეთ რულეტი და შემოახვიეთ პერგამენტის ქაღალდი.
- შემდეგ შეგიძლიათ რულეტი შედგათ მაცივარში, რათა ცივ კერძად მირითვათ, ან გააცხელოთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი გადნება.