ლიმონის ზეთი - აუცილებელი საშუალება ჩვენი ორგანიზმისთვის!
ლიმონი ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვების ელასტიკურობისთვის. თაფლში მოხარშული ლიმონი ამცირებს არტერიულ წნევას. ლიმონის სპეციფიკური სასიამოვნო სუნი გამოწვეულია მის კანში არსებული ეთერზეთებით.
ჩაი ლიმონით იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, ამიტომ კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს ლიმონის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თირკმელების დაავადებების დროს უმჯობესია დალიოთ ჩაი ლიმონის წვენით. ლიმონის წვენს უმატებენ, ასევე, უმარილო და ნაკლებმარილიან დიეტებში.
ჯანმრთელ ადამიანს ორგანიზმის გასამაგრებლად, შეუძლია მიიღოს ე.წ. ლიმონის რძე:
აიღეთ 1 ლიმონი, 0,25 ლ რძე, 3 - 4 ჩ/კ შაქარი. ლიმონის წვენს დაამატეთ შაქარი, ცივი რძე, ათქვიფეთ და გააცივეთ.

- ლიმონის ზეთი მიიღება ლიმონის ნაყოფის კანის დაწნეხვით. იგი გამოიყენება გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე კოსმეტიკაში.
- პირველ რიგში, ლიმონის ზეთი - შესანიშნავი ანტისეპტიკია, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ინფექციების, განსაკუთრებით ყელის და სასუნთქი გზების ინფექციების, გრიპის, გაცივების, კანის ანთებითი დაავადებების, გამონაყარის, ქერტლის, ფერიმჭამელების დროს. ლიმონის ზეთი კარგად შველის ნაღველ - კენჭოვანი დაავადების, გულძმარვის, საჭმლის მოუნელებლობის, ფაღარათის დროს, გააჩნია მკვეთრად გამოხატული შემახორცებელი მოქმედება. სწრაფად და რბილად აწესრიგებს წნევას.
- ლიმონის ზეთი მატონიზირებელი და დამამშვიდებელი საშუალებაა, ანუ აწესრიგებს ნერვული სისტემის მოქმედებას და ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს იმის მიხედვით, რა სჭირდება ადამიანს იმ მომენტში. ის გიხსნით თავის ტკივილისგან, გონებრივი გადაღლილობისგან. ლიმონის ზეთი მზეზე სწრაფად ფუჭდება.