ბროწეული - საუკეთესო პროდუქტი სიმსივნის, დიაბეტის და ანემიის პროფილაქტიკისთვის

ბროწეული - საუკეთესო პროდუქტი სიმსივნის, დიაბეტის და ანემიის პროფილაქტიკისთვის
ბროწეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შეიცავს შენაერთს, სახელწოდებით პუნიკალაგინს, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ეს ორიდუქტი ამცირებს არა მხოლოდ ქოლეტერინის დონეს, არამედ სისხლის წნევასაც კი.

1 ჭიქა ბროწეულის თესლის საკვები ღირებულება:
  • კალორია - 144
  • ცხიმები - 2 გ
  • ცილა - 2 გ
  • ბოჭკოები - 6 გ
  • C ვიტამინი - 18 გ
  • K ვიტამინი - 28 მკგ
  • E ვიტმაინი - 1მგ
  • ფოლიუმის მჟავა - 66 მკგ

მეცნიერების მტკიცებით, ბროწეულის წვენს შეუძლია შეაჩეროს არტერიების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვების პროცესი, რომელიც, როგორც წესი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევი უმთავრესი მიზეზია.

ბროწეულის წვენის უპურატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის

კუჭის გაღიზიანება

ბროწეულის კანი და ფოთლები გამოიყენება კუჭის გაღიზიანების მოსახსნელად და დიარეის სამკურნალოდ. მიირთვით ბროწეულის ფოთლებისგან მომზადებული ჩაი საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ბროწეულის წვენი ძალიან ეფექტურია ისეთი პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა: დიზენტერია და ქოლერა.

სიმსივნე

ანტიოქსიდანტები, რომლებიც მრავლადაა ბროწეულში, აფერხებს ორგანიზმში არსებული თავისუფალი რადიკალების კომბინირების, შერწყმის პროცესს.

ანემია

სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიირთვით ეს პროდუქტი ყოველდღიურად. ბროწეული ამდიდრებს სისხლს რკინით და თავიდან გვარიდებს ანემიას, რომლისთვისაც ქრონიკული სისუსტე, თავბრუსხვევა და სმენის დაქვეითებაა დამახასიათებელი.

დიაბეტი

დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის აუცილებელია რეგულარულად ბროწეულის წვენის მირთმევა, რათა თავიდან აირიდონ სხვადასხვა სერიოზული დაავადებები.