გაიგეთ, როგორ დაიკლოთ 7 დღეში 10 კგ და შეინარჩუნოთ ეს წონა!

გაიგეთ, როგორ დაიკლოთ 7 დღეში 10 კგ და შეინარჩუნოთ ეს წონა!
ყველა დიეტოლოგი ერთხმად ამტკიცებს, რომ მხოლოდ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა იძლევა სასურველ შედეგს. სხვა რადიკალური ზომებიდ ა მკაცრი დიეტები მათთვისაა, ვისაც სწრაფად სურს წონაში დაკლება. სასარგებლოა თუ არა ასეთი მეთოდები? სადავო საკითხია. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ზოგიერთი მათგანი ეხმარება საოცნებო სხეულის მიღებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.



Fpaparazzi გთავაზობთ კვების რაციონის ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც უდნა დაიცვათ 7 დღის განმავლობაში. ძირითადი მიზანი - ზედმეტი კილოგრამების მოცილება კი არა, ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაა. მაგრამ ვინაიდან ეს ორი ცნება ფეხდაფეხ მიჰყვება ერთმანეთს, არაფერი შეგიშლით ხელს, დაიკლოთ ზედმეტი წონა 1 კვირის განმავლობაში.

1-ლი დღე - სასმელი



წონაში დაკლება ღირს სასმელის დღით. ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ მხოლოდ წყლის დალევა შეიძლება, მაგრამ ასევე შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი და უცხიმო ბულიონი. წყალი კი ოდნავ თბილი უნდა იყოს. გაზიანი სასმელები და წვენები გამორიცხეთ.

მეორე დღე - ბოსტნეული



მეორე დღის რაციონი მხოლოდ ახალი ბოსტნეულისგან შედგება: კიტრი, პომიდორი, სტაფილო, ხახვი, წიწაკა, კომბოსტო.

მესამე დღე - სასმელი



მესამე დღის რაციონი სრულიად იმეორებს პირველი დღისას.

მეოთხე დღე - ხილი



არავითარი შეზღუდვა - შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ ფორთოხალი, ბანანი, ვაშლი, კივი, გრეიპფრუტი.

მეხუთე დღე - ცილები



მეხუთე დღის ამოცანაა ორგანიზმის პროტეინებით მომარაგება. რაციონი უნდა შედგებოდეს მოხარშული თევზის ან ქათმის ხორცისგან, კვერცხისა და იოგურტისგან. გაყავით პროდუქტები 5 მცირე ულუფად და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.

მეექვსე დღე - სასმელი



გაიმეორეთ კვლავ პირველი დღის რაციონი.

მეშვიდე დღე - დაბალანსებული კვება



ბოლო დღის მიმართულია იმაზე, რომ დაგეხმაროთ დიეტიდან ნორმალურ კვებაზე თანდათანობით გადახვიდეთ. მოხარშეთ 2-3 კვერცხი, მოამზადეთ ხილისა და ბოსტნეულის სალათები, ბულიონი და წვნიანი. გამოიყენეთ მინიმალური რაოდენობის მარილი. მიირთვიტ პატარა ულუფები, რათა ორგანიზმს სტრესი არ მიაყენოთ.