გრძელი წამწამების გასაზრდელი 3 ბრწყინვალე ხერხი. სცადეთ და არ ინანებთ!!!

გრძელი წამწამების გასაზრდელი 3 ბრწყინვალე ხერხი. სცადეთ და არ ინანებთ!!!
რომელი ლამაზმანი არ ოცნებობს გრძელი წამწამებიდან გამომწვევ გამოხედვაზე? თუ გსურთ ბუნების საჩუქარი გააუმჯობესოთ და თქვენი წამწამები კიდევ უფრო გაზარდოთ ბუნებრივი გზით, სახლის პირობებში, უზრუნველყავით ისინი დამატებითი მკვებავით პროტეინებისა და ვიტამინების დახმარებით.

  1. გაიკეთეთ გვირილის ნაყენის კომპრესები — ის წარმოადგენს შესანიშნავ დამამშვიდებელ ანტისეპტიკურ საშუალებას. ჩაალბეთ ბამბის დისკი გვირილის გაფილტრულ ნახარშში და შემდეგ დაიფინეთ თვალებზე 20 წუთით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღიღილოს, სალბის,ორკბილა, შავი ჩაი დანამატების გარეშე.
  2. წამწამების კვება ნატურალური ზეტებით ხელს უწყობს ზრდასა და თმის ჯანმრთელობას. ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში წამწამების აღდგენის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს ერთი კვირიდან - ერთ თვემდე და ამ ეფექტს თქვენ აუცილებლად იგრძნობთ და დაინახავთ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მკვებავი ზეთების ერთი სახეობა ან შეურიოთ რამოდენიმე. ძალიან ეფექტური საშუალებაა მცენარეული ზეთისა და A-E ვიტამინების ხსნარის ნაზავი. ჩაალბეთ ჩოთქი ზეთში და შემდეგ დაელოდეთ ჩამოწურვას, შემდეგ კი ნელა და აკურატულად წაისვით ის წამწამებზე სრულად.
  3. მოამზადეთ მცენარეებზე დაფუძნებული მკვებავი ნიღაბი სახლის პირობებში. მაგალითისთვის აიღეთ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ამავე რაოდენობის გვირილის ექსტრაქტი და გულყვითელას ექსტრაქტი. გულდასმით გადაურიეთ და მკვებავი ნაზავი ნიღაბისთვის მზად არის. სარკის წინ წაისვით ის ქუთუთოებზე და უშუალოდ წამწამებზეც.