იდეალური ქათმის ხორცის მომზადების 3 ნაბიჯი: ყველაზე საყვარელი რეცეპტი!

იდეალური ქათმის ხორცის მომზადების 3 ნაბიჯი: ყველაზე საყვარელი რეცეპტი!
როგორ ამზადებთ ქათამს? წვავთ, ხარშავთ თუ თუშავთ? ქათმის ხორცი ნებისმიერი სახით გემრიელია, მაგრამ განსაკუთრებული კერძის მისაღებად, უნდა იცოდეთ, როგორ მოამზადოთ ის დამუშავებამდე. არსებობს ქათმის მარინადის უამრავირეცეპტი, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესოს გთავაზობთ.
ლუდის მარინადი - შესანიშნავი გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც რაიმე ახალის დაგემოვნება სურს.

ინგრედიენტები:
  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 600 მლ ლუდი
  • სალბი, ბეგქონდარა, პიტნა, ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. აიღეთ ქათმის ხორცის ის ნაწილი, რომელიც გსურთ. კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ ღრმა თასში. დაამატეთ სალბი, პიტნა, ბეგქონდარა, როზმარინი, შავი პილპილი და მარილი, დაასხით 300 მლ ლუდი და კარგად მოურიეთ ყველაფერი.
  2. შედგით ქათამი მაცივარში 2 საათით, შემდეგ გაასუფთავეთ ბალახებისგან და ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ. არ გადაყართ ბალახი, ის ჯერ კიდევ დაგჭირდებათ.
  3. ტაფაზე წაუსვით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მდნარი კარაქი და ოდნავ შეწვით ქათამი. როდესაც მსუბუქი ოქროსფერი ქერქი გაუჩნდება, დაასხით 300 მლ ლუდი, დაამატეთ ბალახი და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!