ტკივილი სექსის დროს - ეს ნორმალური არ არის! ორგანიზმი ფარული დაავადებების მინიშნებას იძლევა...

ტკივილი სექსის დროს - ეს ნორმალური არ არის! ორგანიზმი ფარული დაავადებების მინიშნებას იძლევა...
სექსის დროს ტკივილი - დელიკატური პრობლემაა, რომელზეც ქალების უმეტესობა გაჩუმებას ამჯობინებს. როგორ უნდა მოიქცეს ქალი ამ შემთხვევაში? გამოსავალი ერთია - გამოცდილი ექიმის პოვნა, რომელსაც ყველაზე ინტიმურ საკითხებს გაანდობ.

შესაძლოა, ტკივილის მიზეზი ფსიქომატიული აშლილობა იყოს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს სამედიცინო ფაქტორები.



ტკივილი სექსის დროს

სოკოვანი ინფექციები



სოკოვან ინფექციებს ძლიერი ქავილი, ტკივილი და წვა მოსდევს (არამხოლოდ სქესობრივი აქტის დროს). ამიტომ, უმჯობესია, პარტნიორებმა მკურნალობის კურსი გაიარონ.

საშვილოსნოს ფიბრომა




თუ სქესობრივი აქტის დროს გაქვთ შეგრძნება, რომ პენისი თითქოს წინაღობას ხვდება, არის ეჭვი, რომ საშვილოსნოს ფიბრომა გაქვთ. დაავადების სხვა სიმპტომებია: წელის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია და ციკლის დარღვევა.

ენდომეტრიოზი

მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება არამხოლოდ სექსის დროს, არამედ მენსტრუაციის დროსაც.

ვულვოვაგინიტი



სქესობრივი აქტის დროს ქალს გენიტალიაში წვა აწუხებს. ტკივილი შეიძლება ტამპონის გამოყენების დროსაც იგრძნოთ.

ნაწიბურები და იარები



როგორც წესი, ნაწიბურები ჩნდება მშობიარობის შემდეგ. ქსოვილების შეხორცებას დაახლოებით 6 თვე სჭირდება.

საკვერცხეების კისტა

თუ სქესობრივი აქტის დროს ქალი მწვავე ტკივილს გრძნობს გვერდებში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს საკვერცხეების კისტის ბრალია. ამ შემთხვევაში დიაგნოზს გინეკოლოგიური ექოსკოპია დაადგენს.

საშოს კედლების სიმშრალე



ეს შეიძლება ჰორმონალური დარღვევის, სქესობრივი ინფექციების ან ფსიქოლოგიური ფაქტორების ბრალი იყოს.

მენჯის ნერვების ნევრალგია



სექსის დროს ქალი გრძნობს ტკივილს, რომელიც მენჯის კედლებზე ვრცელდება და ფეხებსაც გადაეცემა. მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.