7 სიმპტომი მენსტრუაციის დროს, რომელიც ნორმალური არ არის

7 სიმპტომი მენსტრუაციის დროს, რომელიც ნორმალური არ არის
მენსტრუაციის თაობაზე ღიად საუბარი იოლი არ არის, თუმცა, ქალური ჯანმრთელობის პრობლემების განხილვა - პირველი ნაბიჯია საკუთარი სხეულის შესასწავლად. მენსტრუაციის დროს ყველა ქალს არ შეუძლია გაარჩიოს ნორმალური სიმპტომატიკა ისეთისგან, რომელიც სერიოზულ სამედიცინო პრობლემაზე მოწმობს.

სამწუხაროდ, როცა ორგანიზმში რაიმე ნორმალურად არ მუშაობს, გვრცხვენია ამაზე საუბარი - მედიკოსებთანაც კი. მაგრამ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ ნუ გაჩუმდებით! განსაკუთრებით, თუ ამ 7 პუნქტიდან რომელიმე თითქოს თქვენზეა დაწერილი.

მეტისმეტად ძლიერი სისხლდენა

60 მლ-ზე მეტი - ეს უკვე ბევრია. ზუსტ დანაკარგს ვერ დაითვლით, მაგრამ დღეში 5-ზე მეტ საფენს თუ იყენებთ, ე.ი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გინეკოლოგს უნდა ეწვიოთ. საქმე შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს ეხებოდეს.

ინტენსიური სპაზმები

უამრავ ქალს აწუხებს ძლიერი მენსტრუალური სპაზმები. მაგრამ ეს ნორმალური არ არის. ამიტომაც, ესვიეთ გინეკოლოგს. შესაძლოა, აქ საქმე სერიოზულ მიზეზებში იყოს.

სისხლდენა მენსტრუაციის დღეების გარდა

ყოველი მენსტრუაცია წინას კოპია ვერ იქნება. ხანდახან ეს არეულობას იწვევს იმის თაობაზე, თუ როგორი რეგულარულია მენსტრუაცია. იცოდეთ, რომ ნორმალური ციკლი გრძელდება 28-დან 32 დღემდე. თუ ცოტათი სცილდება - ესეც ნორმაა. თუმცა, მენსტრუაციების შუალედში სისხლდენა - ცალსახა მიზეზია, ეწვიოთ ექიმს.

ძლიერ შედედებული სისხლი

შედედებული სისხლი შეიძლება საშვილოსნოში გაიჩხიროს, გამოიწვიოს დახშობა და სხვა სერიოზული დაავადებები. მაგალითად, შეიძლება საუბარი იყოს საშვილოსნოს ფიბროიდებზე.

წელის ძლიერი ტკივილი

ეს შეიძლება ენდემოთიოზის, კისტის ან მიომის მაჩვენებელი იყოს.

მტკივნეული დეფეკაცია

საამისოდ ბევრი მიზეზია. და უმეტესს ციკლთან კავშირი არ აქვს. თუმცა, თუ მენსტრუაციის დროს მტკივნეული დეფეკაცია გაწუხებთ, ეს შეიძლება იყოს ენდომეტრიოზი. ამგვარად, ორგანიზმი გაძლევთ მინიშნებას, რომ საშვილოსნოს ქსოვილი მიეკრო ნაწლავებს.

ნებისმიერი ცვლილება სიმპტომატიკაში


გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება გახლავთ მიზეზი, ეწვიოთ გინეკოლოგს. ნუ მოგერიდებათ საუბარი, რომ უეცრად რაიმე ახალი გაგიჩნდათ ან ჩვეული რამ გაუარესდა.