24 წლის ასაკში მას საშვილოსნოს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ახლა ის გვირჩევს და გვაფრთხილებს...
4 თებერვალი - კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. სწორედ ამ დღეს ჰიზერ კიტინგმა საკუთარი ისტორია სოციალურ ქსელში გაგვიზიარა. გოგონას დიდი სურვილია, რომ თითოეული ადამიანი ინფორმებული იყოს იმ უდიდესი საფრთხის შესახებ, რომლისგანაც არავინა არის დაზღვეული.
''24 წლის ასაკში მე საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. კონკრეტული სიმპტომების გამო, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა, დახმარებისთვის სპეციალისტს მივმართე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დაზღვევა უფასო პაპ-ტესტს (პაპანიკოლაუს ტესტი) არ ითვალისწინებდა, ექიმმა მირჩია 1 წელი მომეცადა. მიუხედავად იმისა, რომ მენსტრუაციული ციკლის დროს და ყოველ ჯერზე სექსის შემდეგ წითელი უცნაური გამონაყარი მიჩნდებოდა, ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ასაკში ჩემი საბოლოო განაჩენი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი იქნებოდა. ამ სიმტომის გაჩენიდან 3 თვის შემდეგ უბრალო გამონადენი ნამდვილ სისხლდენად იქცა, რის შედეგადაც ანემია განმივითარდა''.
მხოლოდ ამის შემდეგ ექიმებმა გოგონას გამოკვლევა გადაწყვიტეს და მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, საბედნიეროდ, აჩვენა, რომ კიბოს მეტასტაზები ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული. წარმატებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გოგონა აბსოლიტურად გამოჯანმრთელდა და დღეს არაჩვეულებრივად გრძნობს თავს.
ჰიზერ კიტინგი, გოგონა, რომელმაც კიბო წარმატებით დაამარცხა, გვაფრთხილებს, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია თავის გამოკვლევა და სპეციალისტთან მისვლა დახმარებისთვის.
საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებული სიმპტომებია:
ყოველთვის გახსოვდეთ, დროულმა დიაგნოსტიკამ შეიძლება თქვენ საშინელი შედეგებისგან გიხსნათ! სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაუზიარეთ ეს ღირებული ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს.

- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
- ძალიან მტკივნეული ან გაჭიანურებული მენსტრიუაციული ციკლი;
- სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონაყარი.