მენსტრუაციის შესაჩერებელი ეფექტური ხერხი! ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვიქცე გადაუდებელ სიტუაციაში

მენსტრუაციის შესაჩერებელი ეფექტური ხერხი! ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვიქცე გადაუდებელ სიტუაციაში
შესაძლებელია თუ არა მენსტრუაციის შეჩერება? ამ კითხვით ყველა ქალი ინტერესდება. დაგვეთანხმებით ალბათ, ეს დღეები უამრავ უსიამოვნო შეგრძნებებს გვაძლევს, და გვსურს მათი ან გადადება, ან დაჩქარება.



აღმოჩნდა, რომ მეთოდი, რომელსაც სპორტსმენი გოგონები იყენებენ შეჯიბრის წინ, ჩვეულებრივი გოგონებისთვის დაუშვებელია, ამან შეიძლება რეპროდუქციული სისტემის მუშაობა დააზიანოს. მაგრამ არსებობს უამრავი გამოცდილი ხალხური საშუალება, რომლებიც აჩქარებს თვიურის მიმდინარეობას, ასევე ამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს.

ჭინჭარი




ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ სისხლდენის შესაჩერებლად. თუ პრობლემური თვიური გაწუხებთ, მიიღეთ ჭინჭრის ნახარში.

თაფლი




თაფლი ხელს უწყობს მენსტრუაციის დღეების დაჩქარებას. რეკომენდებულია ციკლამდე 1 კვირით ადრე მიღება. თვიური რამდენიმე დღით ადრე დაიწყება.

ოხრახუში



ოხრახუშის მოქმედება თაფლისას ჰგავს, მისი ნაყენი ციკლის დადგომამდე 1 კვირით ადრე უნდა მიიღოთ.

ლიმონი



დიდი დოზით С ვიტამინი იწვევს კრიტიკული დღეების დადგომის დაჩქარებას. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის წვენი რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს.

წალიკა



ეს მცენარე შეიცავს გლუკოზიდს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ასევე მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომლებსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ეს საშუალება აყუჩებს ტკივილს მენსტრუაციის დროს, მას ასევე იყენებენ კრიტიკული დღეების გადასავადებლად.



ეფექტური საშუალების მოსამზადებლად, 1 ჩ.კ. ხმელი მცენარე გახსენით 250 მლწყალში, დადგით წყლის აბაზანაზე 10 წუთით, შემდეგ დააყენეთ 1 საათით.
მზა ნაყენი გააზავეთ წყალთან, რათა პირვანდელი მასა მიიღოთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, თითო ს.კ. კრიტიკული დღეების დადგომამდე 3-4 დღით ადრე და მენსტრუაცია ამდენივე დღით დაიგვიანებს.



მნიშვნელოვანია გააზრება, რომ მენსტრუაციული ციკლის ექიმის კონტროლის გარეშე დარღვევა აზიანებს ორგანიზმს. ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, სანამ რაიმე საშუალებას გამოიყენებთ.