ყველა ქალმა უნდა გააკეთოს ეს თვეში ერთხელ! უბრალოდ, დადექით სარკის წინ
მკერდის კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა, მაგრამ დაავადების ნაადრევ სტადიაზე დროული თერაპიის დაწყებით, მისი დამარცხება შესაძლებელია. ამგვარად, უნდა დარწმუნდეთ, რომ საშიშროება არ გემუქრებათ.
fpaparazzi მოგითხრობთ სარძევე ჯირკვლის თვითგამოკვლევის მეთოდებზე, რომლებიც ყველა ქალმა უნდა დაიცვას.
სარძევე ჯირკვლის თვითგამოკვლევა თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, ციკლის დაწყებიდან 6-8 დღეში. მენოპაუზის პერიოდში კი ასევე, თვეში ერთხელ, აირჩიეთ გარკვეული დღე ან რიცხვი.
1-ლი ნაბიჯი
ბიუსტჰალტერზე დააკვირდით იმ ადგილებს, სადაც ის ძუძუს თავებს ეხება. თუ ლაქები შენიშნეთ, ეს შეიძლება სარძევე ჯირკვლის გამონადენზე მიუთითებდეს.
მე-2 ნაბიჯი
გაშიშვლდით წელსზემოთ და დადექით სარკის წინ, ხელები თავის უკან დაიდეთ. დააკვირდით სარძევე ჯირკვლების ფორმასა და სიმეტრიულობას, კანს, რომ მასზე ლიმონის ქერქის მსგავსი ადგილები, სიწითლე და სხვა დეფექტები არ აღინიშნება.
მკერდის ასიმეტრია ყოველთვის არ არის ნიშანი იმისა, რომ პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ბუნებაში სიმეტრია არ არსებობს. მაგრამ თუკი ის პროგრესირებს, ამას სათანადო და დროული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
მე-3 ნაბიჯი
მორიგეობით მოუჭირეთ მარცხენა და მარჯვენა ძუძუს თავებს საჩვენებელი და დიდი თითებით. თუ სითხე გამოიყოფა, მიაქციეთ ყურადღება მის თავისებურებებს ( რძიანი, ჩირქოვანი, სისხლიანი).
მე-4 ნაბიჯი
დაწექით ზურგზე და მოდუნდით. მკერდის ქვეშ ამოიდეთ დახვეული საბანი ან პირსახოცი. მარცხენა ხელის 3-4 თითის მეშვეობით წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარჯვენა მკერდი დეტალურად. დარწმუნდით, რომ არ გაქვთ პათოლოგიური ცვლილებები. მსგავსი წესით შეამოწმეთ მარცხენა მკერდიც.
მე-5 ნაბიჯი
იღლიის ქვეშ თითებით შეამოწმეთ ლიმფური კვანძები. მიაქციეთ ყურადღება მტკივნეულ გამყარებებს, კვანძების გადიდებას, შეშუპებასა და კანის სიწითლეს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მე-6 ნაბიჯი
შესაძლებელია და აუცილებელი, სარძევე ჯირკვლების სააბაზანოს მიღებისას გამოკვლევა. საპნიანი თითებით ხანდახან უფრო იოლია პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულარულად ჩაიტაროთ მკერდის დიაგნოსტიკა პათოლოგიების გამოსავლენად. ეს დაგეხმარებათ შეისწავლოთ სარძევე ჯირკვლების აგებულება და ახალი წარმონაქმნების გაჩენისას იოლად გამოავლინოთ, გქონდათ თუ არა ეს ადრეც, თუ შედარებით ახლახან გაგიჩნდათ.