თაფლის ფანქეიქები: გემრიელი საუზმის დიეტური რეცეპტი. მხოლოდ 317 კალორია
ფანქეიქებს ამერიკაში ე.წ. „ოლადების“ მსგავს ნამცხვარს უწოდებენ. თუმცა, აქ, ჩვეული ბლინებისა და „ოლადებისგან“ განსხვავებით, მშრალი და თხევადი ინგრედიენტები უშუალოდ გამოცხობამდე ირევა, თავად გამოცხობა კი მშრალ ტაფაზე ხდება ზეთის გარეშე. შედეგად, გამოდის ფაფუკი და დაბალკალორიული ნაწარმი, რომელიც შესანიშნავია საუზმეზე.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 120 მლ რძე
- 20 გრ თაფლი
- 80 გრ ფქვილი
- 50 გრ სიმინდის ფქვილი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 მწიკვი ვანილი
- შაქარი გემოვნებით
მომზადება:
- დადგით მშრალი და სუფთა ტაფა ნელ ცეცხლზე. ამავდროულად, ცალკე ჭურჭელში რიგრიგობით შეურიეთ მშრალი და თხევადი ინგრედიენტები (კვერცხი ააქაფეთ, დაამატეთ თაფლი).
- როდესაც ტაფა გახურდება, შეურიეთ მშრალი და თხევადი ინგრედიენტები, დაასხით კოვზით მასა ტაფაზე. ნუ დაასხამთ ერთ ჯერზე ბევრ ცომს, ბლინები კარგად იზრდება ზომაში.
- გამოაცხვეთ 1-2 წუთი ყოველი მხრიდან, გადააბრუნეთ, როცა ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება.