იდეალური ბლინები კვერცხის გარეშე. მინიმუმ პროდუქტები, მინიმუმ კალორიები და მინიმუმ დრო მოსამზადებლად!
კლასიკური ბლინების რეცეპტი ყველამ ვიცით. და თუკი კვერცხი არ აღმოგაჩნდათ, ან დიეტას იცავთ, მაშინ მოამზადეთ ბლინები ჩვენი ორიგინალური რეცეპტით. გარეგნულად ისინი ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, მხოლოდ გემოთი. უკეთესია თუ არა, გადაწყვიტეთ მთელი ოჯახით.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი რძე
- 2 ს.კ. შაქარი
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- ღრმა თასში შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი.
- დაასხით თბილი რძე და ზეითუნის ზეთი.
- კარგად მოურიეთ ინგრედიენტები - ცომი მზადაა.
- გაახურეთ ტაფა და გამოაცხვეთ ჩვეულებისამებრ.
გემრიელად მიირთვით!