სუპერფუმფულა ოლადების ოქროს რეცეპტი

სუპერფუმფულა ოლადების ოქროს რეცეპტი
fpaparazzi გთავაზობთ ოლადების რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ და ოლადები მხოლოდ ამ რეცეპტით მოამზადოთ. სუპერფუმფულა გამოდის!
საჭირო მასალა:
  • კვერცხი 5 ცალი
  • ფქვილი 60 გ
  • შაქარი 70 გ
  • გამაფხვიერებელი 2 გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
  1. 5 კვერცხის გული ათქვიფეთ 40 გ შაქართან, მარილთან, გამაფხვიერებელთან და ვანილის ექსტრაქტთან ერთად. დაუმატეთ მასას ფქვილი.
  2. ცალკე ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა 30 გ შაქართან ერთად ღრუბელივით მასის მიღებამდე.
  3. შეურიეთ კვერცხის გულის მასას ათქვეფილი ბეზე.
  4. გაახურეთ ტაფა და დადეთ მასზე კოვზით ცომი, დააფარეთ თავსახური 2 წუთით.
  5. შემდეგ ახადეთ თავსახური, დაამატეთ კიდევ ცოტაოდენი ცომი თითოეულ ოლადს, გადააბრუნეთ მეორე მხარეს და დაბრაწეთ ორივე მხრიდან.
  6. სასურველია ეს ოლადები მშრალ ტაფაზე გამოაცხოთ, მაგრამ თუკი ცომი მაინც ეკვრის ტაფას, შეგიძლიათ დაუმატოთ სულ ცოტაოდენი ზეთი შეწვისას.
  7. ამ შემთხვევაში გამომცხვარი ოლადები ჯერ ქაღალდის ხელსახოცზე გადმოიღეთ, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.
  8. მიირთვით ოლადები ცხელ-ცხელი სასურველ მოსასხმელთან ერთად.