აი, რა შეიძლება გააკეთოთ მშრალი კისელისგან
უგემრიელესი ღვეზელი, რომელიც მშრალი კისელისგან მზადდება, ყველა დიასახლისისთვის ნამდვილი მიგნებაა. მის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენი პროდუქტი და სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ.
ღვეზელის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი კისელით აპირებთ ნამცხვრის მომზადებას. თუ გსურთ რომ ღვეზელი მოწითალო ფერის გამოვიდეს, გირჩევთ შეარჩიოთ მარწყვის, ჟოლოს ან ალუბლის კისელი.
საჭირო მასალა:
ღვეზელის ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი კისელით აპირებთ ნამცხვრის მომზადებას. თუ გსურთ რომ ღვეზელი მოწითალო ფერის გამოვიდეს, გირჩევთ შეარჩიოთ მარწყვის, ჟოლოს ან ალუბლის კისელი.
საჭირო მასალა:
- მშრალი კისელი- 250 მგ
- ფქვილი- 3 ს.კ
- კვერცხი- 3 ცალი
- გამაფხვიერებელი- 10გ
- კისელი აურიეთ ფქვილთან და გამაფხვიერებელთან ერთად.
- ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი მანამ, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ კი ნელ- ნელა შეურიეთ მშრალ მასას. ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- თხევადი სითხე გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
- აცადეთ გაციება და გემრიელად მიირთვით. ძალიან უხდება სხვადასხვა ხილის ჯემი. შეგიძლიათ ღვეზელი ტორტის ბისკვიტად გამოიყენოთ და კრემითაც მორთოთ.