თრომბოფლებიტის და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო ხალხური რეცეპტები
თრომბოფლებიტი ეწოდება ვენის კედლის ანთებას და მის სანათურში თრომბის წარმოქმნას. როდესაც აღინიშნება მხოლოდ ვენის კედლის ანთება, საქმე გვაქვს ფლებიტთან.
უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში თრომბოფლებიტის შემთხვევებმა თვასაჩინოდ იმატა გრიპული და სხვადასხვა სახის ინფექციების გამო, გლუკოზის, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ვენაში შეყვანით გამოწვეულ გართულებათა შედეგად.
არჩევენ მწვავე და ქრონიკულ, ლოკალიზაციის მიხედვით - ღრმა და ზერელე, ხოლო ანთებითი პროცესის მიხედვით - ჩირქოვან და არაჩირქოვან თრომბოფლებიტს.
ღრმა ვენების მწვავე თრომბოფლებიტი იწყება ტკივილით ვენური სისხლძარღვების მიმართულებით, შეშუპებით, მაღალი ტემპერატურით. ვენები გამსხვილებულია, ზონრის სახით ისინჯება წვივსა და ბარძაყის სისქეში. როდესაც შეშუპება მკვეთრადაა გამოხატული, კიდური გაფერმკრთალებულია, შემდეგ კი მოლურჯო ფერს ღებულობს.
მკურნალობა ხალხური მეთოდებით:

- თრომბოფლებიტის მკურნალობა შეიძლება ჭინჭრის ფოთლის ნაყენით და დიეტის დაცვით (არ უნდა მიირთვათ ხორცი, თევზი, შემწვარი კერძები ) ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ჭინჭრის ნაყენი: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 3 -4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- თრომბოფლებიტის მკურნალობისას ძილის წინ მიიღეთ ბერულას ბალახის ნაყენის ფეხის აბაზანა. სასარგებლოა, ასევე, საერთო აბაზანები. ფეხის აბაზანისთვის 150 გრ. ბალახს დაასხით 10 ლ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. პროცედურის ხანგრძლივობა 20 - 30 წთ.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს 2 -ჯერ დღეში, დილით და საღამოს, ვაშლის ძმრით დაიზილეთ მტკივანი ადგილები, ამავდროულად, მიიღეთ ძმარი: 2 ჩ/კ ძმარი გააზავეთ 1 ჩ/ჭ წყალში და ისე მიიღეთ. დღეში დალიეთ 2 -3 ჩ/ჭ ძმრის წყალხსნარი.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს სასარგებლოა ტირიფის ქერქის ნახარშის აბაზანის მიღება: 2 მუჭა ქერქს დაასხით 5 ლ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წთ - ით, გაწურეთ.
- მუხის ქერქის ნახარში დადებითად მოქმედებს სისხძარღვებზე. 1 ს/კ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 25 წთ. გადადგით და გააჩერეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 1 ს/კ თხილის დაქუცმაცებულ ფოთოლს, ან ქერქს, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 6 სთ. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ 3 -4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.
- როდინში კარგად დანაყეთ აბზინდას ახალდაკრეფილი ფოთლები და თავები. 1 ს/კ ნედლეულს შეურიეთ 1 ს/კ მაწონი, ან არაჟანი. ეს ნარევი თანაბრად წაუსვით დოლბანდს და დაიდეთ გაფართოებულ ვენებზე 1,5 -2 საათით, 4 -5 დღის განმავლობაში. 2 -3 დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა შეგიძლიათ გაიმეოროთ.