რა არის ვარიკოზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში ბუნებრივი საშუალებებით

რა არის ვარიკოზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში ბუნებრივი საშუალებებით
პირველი ჩანაწერები ამ სნეულების შესახებ გვხვდება ძველი ეგვიპტის პაპირუსებში, მაგრამ კაცობრიობამ დღემდე ვერ დაადგინა მისი ნამდვილი მიზეზები, რომელთა გამო იწყება პათოლოგიური პროცესები სისხლძარღვებში.
ვენების გაფართოება, ანუ როგორც ხშირად ამბობენ, ვარიკოზი ( ლათინურად " კვანძი" ). ამ ავადმყოფობის დროს იზრდება ვენების დიამეტრი, თხელდება მისი კედლები, სისხლის მოცულობისაგან იბერება სისხლძარღვები და კანქვეშ წარმოიქმნება ვენოზური კვანძები.
ვარიკოზი შეიძლება წარმოიშვას სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა უბანზე.
ამ დაავადების დასაწყისში შეიძლება არაფერი გვაწუხებდეს. შემდეგ კი თავი იჩინოს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებამ, ფეხების დაღლამ, მცირე შეშუპებამ, რაც ძირითადად ფეხებზე დიდხანს დგომის დროს ვლინდება. იგი მცირდება ან სავსებით ქრება სიარულისას ან წამოწოლილ მდგომარეობაში, ფეხების ზევით აწევის დროს.
წვივის, ბარძაყის არეში ვენების გაყოლებაზე, სადაც გაგანიერება უფრო გამოხატულია, თანდათანობით წარმოიქმნება კვანძები. ხშირად ვენის გასწვრივ ტკივილიც შეიგრძნობა.
ზაფხულში ვენური სადინარები ფართოვდება, დინება შენელებულია. ამ პირობებში ადვილად ვითარდება შეშუპებები, რასაც შეიძლება ტკივილიც ახლდეს და პათოლოგიური მდგომარეობა უფრო გამწვავდეს.
ვარიკოზის ყველაზე საშიში გართულებაა თრომბოფლებიტი. თუ საქმე გვაქვს მხოლოდ ვენური კედლის ანთებასთან, ეს ფლებიტია. ხოლო თუ თრომბებიც წარმოიშვა - თრომბოფლებიტი. შეიძლება უმძიმესი შედეგით დამთავრდეს. ეს მაშინ ხდება, როცა თრომბი მოსწყდება ვენის კედელს და მოხვდება ფილტვის არტერიებში და დამთავრდება ფილტვის ინფარქტით.
გაგანიერებული ვენები თვალითაც კარგად ჩანს, მაგრამ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მრავალმხრივი გამოკვლევის ჩატარება.
ვარიკოზული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით შეიძლება სისხლის მიმოქცევის რამდენადმე გაუმჯობესება. ამ მიზნით გამოიყენება პრეპარატები , რომლებიც ვენის ტონუსს აძლიერებენ, შესაძლებელია ვარჯიშითაც, მაგრამ მისი შედეგი დროებითია. ამ გზით დაავადების განკურნება შეუძლებელია. უმჯობესია ოპერაციული ჩარევა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
სისხლის მიმოქცევის წრიდან ითიშება ზერელე ვენები და მათი ფუნქცია ღრმა ვენებს გადაეცემათ.

გთავაზობთ ვარიკოზის სამკურნალო რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • 20 გრ კრაზანა
  • 20 გრ ორკბილა
  • 120 გრ მზესუმზირის ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას აურიეთ ერთმანეთში 20-20 გრ კრაზანას და ორკბილას გამხმარი მცენარეები, დაფქვით ყავის საფქვავში, დაასხით 120 გრ მზესუმზირის ზეთი, გააჩერეთ ბნელ, ცივ ადგილას 10 დღე, გაწურეთ, დაუმატეთ წვრილ სახეხში გახეხილი სარეცხი საპონი და აურიეთ სრულ გახსნამდე. ნახევარი დაიდევით ავადმყოფ ვენებზე 15-20 წთ, რის შემდეგაც დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიკეთეთ 2-ჯერ დღეში, 2 კვირის მანძილზე.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია