კომპრესები, რომლებიც თრომბების გაწოვაში დაგეხმარებათ!
ზაფხულში ვენური სადინარები ფართოვდება, დინება შენელებულია. ამ პირობებში ადვილად ვითარდება შეშუპებები, რასაც შეიძლება ტკივილიც ახლდეს და პათოლოგიური მდგომარეობა უფრო გამწვავდეს. ვარიკოზის ყველაზე საშიში გართულებაა თრომბოფლებიტი. თუ საქმე გვაქვს მხოლოდ ვენური კედლის ანთებასთან, ეს ფლებიტია, ხოლო თუ თრომბებიც წარმოიშვა - თრომბოფლებიტი. შეიძლება უმძიმესი შედეგით დამთავრდეს. ეს მაშინ ხდება, როცა თრომბი მოსწყდება ვენის კედელს და მოხვდება ფილტვის არტერიებში და დამთავრდება ფილტვის ინფარქტით.
გთავაზობთ კომპრესებს თრომბების გაწოვისთვის.
გთავაზობთ კომპრესებს თრომბების გაწოვისთვის.
- ამისათვის საჭიროა 50 გრ თაფლი, 100 გრ სარეცხი საპონი, 50 - 50 გრ ქაფურის სპირტი და სოჭის ზეთი. დაავადებულ ადგილას კერ წაუსვით თაფლი, შემდეგ დაადეთ კარგად გასაპნული პირსახოცი, რომელსაც უნდა შემოახვიოთ პოლიეთილენი. კომპრესი გაიჩერეთ 25 წთ. შემდეგ წაუსვით ქაფურის სპირტი, მერე კი სოჭის ზეთი. პროცედურა გააკეთეთ 2 - ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 1 - თვე.
- ფეხებზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების დროს 3 ს/კ " კალანხოეს " წვენი აურიეთ 100 გრ არაყში, გააჩერეთ ბნელ ადგილას 7 დღე, შემდეგ დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი 20 გრ სარეცხი საპონი, კარგად აურიეთ და გაწურეთ. ნარევი ძილის წინ წაისვით ვარსკვლავისებური სისხლძარღვების ადგილას, რის შემდეგაც შემოახვიეთ შალის ნაჭერი, გააჩერეთ დილამდე.