ხალხური რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობაში
ვენების ვარკოზული გაგანიერების დროს ავადმყოფები ჩვეულებრივ უჩივიან ვენების ან მთელი კიდურის გასწვრივ ტკივილს სიარულის დროს, სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, ღამით ყრუ ან მწვავე ტკივილს, კრუნჩხვებს. გაფართოებული ვენები გამოსჭვივიან კანში დაკლაკნილის ჭიის ან კვანძის სახით. დაავადების განვითარების პროცესში ამ ადგილებში, კანზე, ჩნდება მუქი ყავისფერი ან მურა ლაქები.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებას ხელს უწყობს სისხლის დინების გაძნელება ხანგრძლივად ფეხზე დგომი გამო, რეზინებისა და წვივსაკრავების ხმარების ( აუარესებენ სისხლმომარაგებას ), მძიმე ფიზიკური მუშაობის და სხვათა შორის.
რეცეპტები:
ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებას ხელს უწყობს სისხლის დინების გაძნელება ხანგრძლივად ფეხზე დგომი გამო, რეზინებისა და წვივსაკრავების ხმარების ( აუარესებენ სისხლმომარაგებას ), მძიმე ფიზიკური მუშაობის და სხვათა შორის.
რეცეპტები:
- 2 ს/კ კალანხოეს ახალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა არაყი და დავაყენოთ 1 კვირა. ამ ნაყენით დავიზილოთ დაზანებული ფეხები 1 თვის განმავლობაში.
- გულმოდგინედ მოვსრისოთ როდინში ვერცხლისფერი აბზინდას (არტემიზიას) ახლადმოკრეფილი ფოთლები და თავაკები. 1 ს/კ მომზადებულ ნედლეულს შევურიოთ 1 ს/კ მჟავე რძე ან არაჟანი, თანაბარ ფენად გადავიტანოთ მარლაზე და დავაფინოთ ეს მარლა დაზიანებულ უბანზე 2 საათით, 4 -5 დღის განმავლობაში. 2 -3 დღის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გავიმეოროთ.
- ვენების გაგანიერებისას კარგია დილით ადრე, მზის ამოსვლამდე, ცვრიან ბალახზე ბამბის წინდებით სიარული. წინდები კარგად უნდა გაიჟღინთოს ცვარით. როდესაც ამოვა მზე, უნდა ვიაროთ ამ წინდებით, სანამ ისინი არ გაშრება ფეხზე.
- ცხენისწაბლა - გამოიყენება ვარიკოზის, თრომბოფლებიტის, წვივის წყლულების, ბუასილის დროს, როგორც ანთებსაწინააღმდეგო საშუალება. 50 გრ დაქუცმაცებულ ნაყოფს ან ყვავილს აყენებენ 0,5 ლ არაყზე 14 დღის განმავლობაში. სვამენ 30 - 40 წვეთს წყალთან, 3 -4 - ჯერ დღეში, 4 კვირის განმავლობაში. ნაყენს ხმარობენ აგრეთვე გარეგანი მკურნალობისთვისაც, კომპრესებისა და შეზელვების სახით.
- თრომბოფლებიტებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ვედროში 200 გრ ჭაობის ბერულა, დავაყენოთ 30 წუთით და ჯერ ისევ ცხელ წყალში ჩავუშვათ დაზიანებული კიდური. გავაჩეროთ 30 წუთი, თან ცოტ - ცოტას ვასხამთ ცხელ წყალს.
- თრობოფლებიტის დროს 1 ს/კ სვიის (ფშალას ) გირჩები დავაქუცმაცოთ, დავასხათ 200 მლ მდუღარე და ვაცხელოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. მივიღოთ თითო ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ. იგივე ნაყენით შეგვიძლია ფეხის დაზიანებულ უბანზე კომპრესის გაკეთება.