ვენების ვარიკოზული გაგანიერების და თრომბოფლებიტის მკურნალობა სახლის პირობებში!
თრომბოფლებიტი ანუ ვარიკოთრომბოფლებიტი ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. მისი მიზეზი რათქმაუნდა მხოლოდ ვარიკოზულად გაგანიერებული და გადაგვარებული ვენური სისხლძარღვია და არა სისხლის შედედების პათოლოგია, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების და თრომბოფლებიტის დროს მოამზადეთ შემდეგი საშუალება: აიღეთ მრავალძარღვას ფოთოლი - 1 წილი, ტეგანის ყვავილი - 1 წილი, ფარსმანდუკის ყვავილი - 1 წილი, დაფნის ქერქი - 1 წილი, წაბლის ნაყოფი, ან ყვავილი - 1 წილი, ტუხტის, ან ჟოლოს ფესვი, ფოთოლი - 1 წილი. კარგად აურიეთ, აიღეთ 2 ს.კ ნარევი და დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადადგით, გააჩერეთ ღამის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჩ.ჭ დილით და საღამოს. დარჩენილი მასა გამოიყენეთ კომპრესებისთვის.
- 0,5 ლიტრიანი ქილა ნახევრამდე შეავსეთ კალანჰოეს დაჭრილი ფოთლებით და პირამდე შეავსეთ 70 გრადუსიანი სპირტით. დადგით სიბნელეში და პერიოდულად შეანჯღრიეთ. ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. საღამოს ფეხები დაიზილეთ ამ ნაყენით, დაიწყეთ ტერფებიდან და ზევით - ზევით წვივისკენ ადით. ფეხების ტკივილი მაშინვე გაგივლით, მაგრამ სრული განკურნებისთვის აუცილებელია პროცედურა 4 თვის განმავლობაში ჩაიტაროთ.
- გიშველით ჭინჭრის ფოთლის ნაყენის ხანგრძლივი მოხმარება: 2 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ, მიიღეთ 3 - ჯერ დღეში 1/3 ჩ/ჭ ნაყენი და დაიცავით დიეტა - არ ჭამოთ ხორცი, თევზი, შემწვარი პროდუქტები.
- 1 ს/კ სვიის გირჩა დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.
- ჯავზი ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა ვარიკოზის და თრომბოფლებიტის სამკურნალოდ. გახეხილ ჯავზს უნდა დაასხათ არაყი და გააჩეროთ 14 დღის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 25 წვეთი 3 - ჯერ დღეში.