ფურუნკულის (ძირმაგარა) სამკურნალო ეფექტური საშუალებები, რომლებიც ჩირქს მთლიანად ამოიტანს.
რამდენიმე წელიწადია, ფურუნკულებმა დამტანჯა. მეზობელმა ქირურგთან მისვლაც მირჩია, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, გაჭრას ყოველთვის მოასწრებო და მომიტანა რეცეპტები, რომელიც თანამშრომლისთვის გამოერთმია:
- ვიღებთ 1/2 ჩაის ჭიქა ახალგამოწურულ ალოეს წვენს და ვურევთ ამდენივე მცენარეულ ზეთს (უმჯობესია, ზეითუნისა იყოს). ამ ნარევში ვასველებთ რამდენიმეკეც დოლბანდს და ვიდებთ ფურუნკულზე. საფენს ვიდებთ დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობა 1 კვირას მაინც უნდა გაგრძელდეს. მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტური.
- ძირმაგარა საერთოდ გაქრება, თუ საკუთარ ნერწყვში გახსნით პურის ფქვილს და მიღებულ მასას შაქრის ფხვნილს მოაყრით. ეს მასა ფურუნკულზე შაქრიანი მხრიდან დაიდეთ.
- ორი სუფრის კოვზი ჭინჭარი საღამოს ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. დილით გაწურეთ, გაყავით სამ ნაწილად და მიეცით ავადმყოფს ერთი საათით ადრე ჭამის წინ.
- ძირმაგარაზე დასაფენად გარეგანი მკურნალობის ხალხური საშუალებაა მრავალძარღვა და ხახვი.
- აიღეთ ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი შაქარი და დაჩეჩქვილი ქიშმიში. ეს მასა აზილეთ ერთმანეთში და შეაზილეთ პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ცომი გააბრტყელეთ და მთლიანად დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. საფენი გაიკეთეთ დღეში ორჯერ. ჩირქს მთლიანად ამოიტანს.
- აიღეთ 1 თავი საშუალო ზომის ხახვი, დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ მომცრო ზომის ქვაბში, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლი და 2 ჩაის კოვზი თაფლი, დადგით ნელ ცეცხლზე და დატოვეთ ადუღებამდე, თან გამუდმებით ურიეთ. ნარევი გააცივეთ წაისვით ფურუნკულზე და შეიხვიეთ.