ფურუნკულის და კარბუნკულის სამკურნალო ხალხური საშუალებები.

ფურუნკულის და კარბუნკულის სამკურნალო ხალხური საშუალებები.
ფურუნკული - მწვავე ჩირქოვან - ნეკროზული დაზიანებაა თმის ბუდისა და მასთან ერთად ცხიმიანი ჯირკვლის. გამოწვეულია ჩირქმბადი ბაქტერიებით - სტაფილოკოკებით. ფურუნკულის განვითარება იწყება ბრტყელი, მტკივნეული კვანძით 0,5 - 2 სმ. დიამეტრის მუქი წითელი ფერით, კანის ზემოდან წარმოიქმნება მცირე კონუსი. 3 - 4 დღეში ცენტრში ვითარდება შერბილება - ჩირქოვანი თავი. ფურუნკულის წარმოქმნისთანავე საჭიროა მისი მომწიფების დაჩქარება რიგ შემთხვევაში ფურუნკულის განვითარებას ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავების შეფერხება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა გადავსებულ კუჭზე. ფურუნკულოზის დროს აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა და თავისუფალ პერიოდში ორგანიზმის გაკაჟება.

რეცეპტები:
  • ფურუნკულის, მცირე ჭრილობისა და წყლულის დროს აიღეთ 2 ჩ.კ ნემსიწვერას დაფქული ფოთლები დაასხით 1 ჭ მდუღარე, ადუღე 7 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ, გამოიყენება დასაბანად და კომპრესის სახით.

  • ფურუნკულის და კარბუნკულის დროს - სუროს ცოცხალი ფოთლები დანაყეთ და დააფინეთ დაზიანებულ ადგილს, ჩირქის სწრაფად მოსაგროვებლად, დაამაგრე ნახვევით, რომელსაც ცვლით 2 - 3 დღე 2 - ჯერ დღეში ჩირქის ჩამოყალიბების შემდეგ 1 - ჯერ დღეში მდგომარეობით გაუმჯობესებამდე.

  • აიღეთ სვიის გირჩები მუჭით, დაასხით 1 ჭ მდუღარე, ადუღეთ, დააყენეთ, გაცივებამდე. გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ ნახარში ჭამამდე 3 - ჯერ დღეში. კურსი არანაკლებ 1 კვირისა.

  • ფურუნკულის, პანარიციუმის, კარბუნკულის დროს აიღეთ შავი პურის ნაჭერი, კარგად დაამარილე, დაზილეთ ფაფის მიღებამდე, შემდეგ პერგამენტზე დაადეთ ბინტის ნაჭერი, გადაუსვით ფაფა ზემოდან გადააფარე ბინტის ნაჭერი დააფარეთ დაზიანებულ ადგილზე და გადაახვიეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. მეორდება ჩირქგროვის გაქრობამდე.

  • 1 ჩ/კ არყის ხის კუპრი, 1 ს/კ თაფლი, 2 ს/კ ნატურალური ზეთი 1 ს/კ. საპონი (დარბილებული წყალში კარაქისმაგვარი კონსინსტენციის) ყველაფერი კარგად გათქვიფე, წაუსვით სელის ნაჭერზე და ღამის განმავლობაში დაადეთ კარბუნკულზე ან ფურუნკულზე. ეს მასა კარგად ამოიღებს ძირს ( ფესვს ) ღრმულში რომელიც რჩება ძირის ამოღების შემდეგ პინცეტით ფრთხილად დებენ კალ - მანგანუმის პერმანგანატის (მარგანცოვკა) კრისტალი, რეციდივი რომ ავიცილოთ თავიდან.

  • ფურუნკულოზის, არაინფექციური კანის გამონაყარზე 1 ჩ/კ დაფქულ ოროვანდის ბალახს დაასხით 1/2 ლ მდუღარე, დააყენეთ თერმოსში 1 სთ, გაწურეთ, მიიღება 1/3 შეცხელებული ნაყენი 2 - 3 -ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი