მარტივი სამკურნალო პროცედურები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ძირმაგარის აუტანელი ტკივილებისგან !
ფურუნკული - თმის ფოლიკულის, მასთან დაკავშირებული ცხიმის ჯირკვლის და ირგვლიმდებარე ქსოვილების მწვავე ჩირქოვან - ნეკროზული ანთებაა, რომელიც განპირობებულია ბაქტერიებით - სტაფილოკოკებით. ფურუნკულის გაჩენას ხელს უწყობს საჭმლის მონელების დარღვევა და გადავსებულ კუჭზე გადამეტებული ფიზიკური დატვირთვა.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ხორბლის ფქვილი და ღორის მუცლის ქონი. მოხალეთ ფქვილი ქონში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ რძე და ადუღეთ მანამ, სანამ შემადგენლობა არ გახდება პასტისმაგვარი. ეს პასტა წაუსვით სქელ ფენად დაავადებულ ადგილზე და გადაახვიეთ სახვევით. 3 - 4 პროცედურის შემდეგ ავადმყოფი გრძნობს გაუმჯობესებას.
- ფურუნკულების მომწიფებას ხელს უწყობს მდოგვთან შერეული ქიშმიშის ან ლეღვის, დაღეჭილი ხორბლის, თაფლის, ლეღვის წვენის სალბუნები.
- თელის ან ფიჭვის ტოტების ქერქის ზედა ( ყვითელი ) ფენა კარგად ქაჩავს ჩირქს ფურუნკულების დროს, გადაავლეთ მას მდუღარე და დაადეთ ფურუნკულზე, გადაახვიეთ სახვევით.
- დააფინეთ დაავადებულ ადგილზე, ძილის წინ, რძეში მოხარშული ოროვანდის ფოთოლი.
- შეწვით საშუალო სიდიდის ხახვი, გაჭერით და განაჭრელი მხრიდან დაადეთ ფურუნკულს, გადაახვიეთ. ნახვევი ცვალეთ ყოველ 4 საათში.
- ჭვავის ფქვილი აურიეთ თაფლში სველი თიხის კონსისტენციამდე. ამ ნარევს თხელი ფირფიტა დააფინეთ ფურუნკულზე. ზემოდან დაფარეთ კომპრესის ქაღალდით და გაახვიეთ. ასეთი პროცედურა უმჯობესია ჩაატაროთ ძილის წინ, შეიძლება დღისითაც, თუ გამოცვლით ნახვევს ყოველ 5 საათში.
- კარგად უყავით მარილი და გულმოდგინედ დაღეჭეთ ჭვავის პური, დაადეთ ძილის წინ ფურუნკულზე და გადაახვიეთ.
- ალოეს გაჭრილი ფოთოლი დოლბანდით გადაახვიეთ ფურუნკულზე და ცვალეთ გაშრობისდა მიხედვით.