მარტივი, ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური საშუალებები ფურუნკულის (ძირმაგარა) სამკურნალოდ
წლების განმავლობაში მაწუხებდა ძირმაგარები. ხან აქ გამომივიდოდა, ხან იქ და ვიყავი ასე გაწამებული. რა არ ვცადე, რა არ ვსვი, რა არ გადავისხი... მოკლედ, თავი ცოცხალი აღარ მინდოდა. შემდეგ ერთმა მეზობელმა სადღაც შეიტყო, რომ ფურუნკულოზის სამკურნალოდ ძველად ამ შესანიშნავ საშუალებებს იყენებდნენ და ეს რეცეპტებიც მომიტანა. ვცადე და, მართლაც, მომიხდა. მინდა ეს რეცეპტები თქვენც გასწავლოთ:
- 1 -2 სუფრის კოვზი კენკრა გახეხეთ, ნელ-ნელა დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4 ჭიქა. სვით 3 კვირა. შემდეგ შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ.
- აიღეთ გულყვითელას ყვავილი - 15 გ, მრავალძარღვას ფოთოლი - 15 გ, გვირილას ყვავილი - 10 გ, სალბის ბალახი -15გ, კრაზანას ბალახი - 20 გ, კულმუხოს ფესვი -15 გ, შვიტას ბალახი - 10 გ, მოამზადეთ ნაყენი, ან ნახარში და მიიღეთ 1/2-1/3 ჩ.ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
- ჩირქგროვებზე დაიდეთ ტირიფის ქერქის ნახარშის კომპრესი. 20 გ. ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
- აიღეთ გვირილის ყვავილი - 20 გ, ძიძოს ბალახი - 25 გ, ტუხტის ფოთოლი - 30 გ. ყველა კომპონენტი კარგად დააქუცმაცეთ და დააყენეთ მდუღარე წყლით. მიღებული ფაფისებური მასა დაიდეთ კომპრესის და ცხელი საფენის სახით.
- ოროვანდის ფოთოლი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
- აიღეთ ჭვავის პური, კარგად დაამარილეთ და დაღეჭეთ. დაღეჭილი პური დაიდეთ ფურუნკულზე და დაიმაგრეთ სახვევით. ეს მარტივი, ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური საშუალებაა.
- ასფურცელას ხმელი ყვავილი დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე, შეურიეთ უმარილო ნაღების კარაქი თანაფარდობით 1:4. გამოიყენეთ ეს მალამო ყველა სახის კანისწ ჩირქოვანი დაავადების დროს.
- 50 გ ბრტყელეკალას მიწისზედა ნაწილს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 10 წთ, გამოიყენეთ კომპრესებისთვის.
- კანს ძალიან კარგად წმენდს, ახორცებს ჭრილობებს და ფურუნკულებს შემდეგი საშუალება: აიღეთ ღუმელში შემწვარი ხახვი - 2 წილი, სახეხზე გახეხილი საპონი-1 წილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით მტკივან ადგილზე დღეში რამდენჯერმე.