უგემრიელესი ლავაშის ტორტი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება

უგემრიელესი ლავაშის ტორტი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება
გთავაზობთ ლავაშის ტორტის რეცეპტს, რომლის შიგთავსიც სოკოსგან, სტაფილოსა და ხახვისგან მზადდება. კერძის მოსამზადებლად დიდი დრო არ არის საჭირო, ის არამხოლოდ გემრიელი, არამედ, ლამაზიც გამოდის. თავისუფლად შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე მოიწონოთ თავი!

ინგრედიენტები:

  1. 550 გრ ქამა სოკო
  2. 200 გრ სტაფილო
  3. 400 გრ ხახვი
  4. 70 მლ ზეთი
  5. 5 ს.კ. არაჟანი
  6. 40 გრ მაიონეზი
  7. 200 გრ მაგარი ყველი
  8. 15 გრ კამა
  9. მარილი, პილპილი გემოვნებით


მომზადება:


  1. გარეცხეთ და გაჭერით სოკო, სტაფილო და ხახვი. ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ სოკო და სტაფილო, შემდეგ მარილი და პილპილი.
  2. მიღებული მასა დააბლენდერეთ.
  3. დაჭერით ლავაში 4 ნაწილად, 8 ფურცელი უნდა გამოგივიდეთ. ფოლგა დაკეცეთ რამდენიმე ფენად, მოათავსეთ ლავაში, წაუსვით მასა, კვლავ ლავაშის ფენა დაადეთ, წაუსვით მასა და დააფარეთ მეორე ფენა, და ასე ბოლომდე.
  4. ბოლო ფენას წაუსვით არაჟანი. გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, მოაყარეთ ტორტს და მორთეთ მაიონეზის ბადით.
  5. შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 5-7 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.