გამომცხვარი რულეტი ლავაშისგან: უკეთესს ვერც მოიფიქრებ!

გამომცხვარი რულეტი ლავაშისგან: უკეთესს ვერც მოიფიქრებ!
ლავაშის რულეტებმა დიდი ხანია, უამრავი ადამიანის გული მოიგო. გასაკვირიც არაა, მისი მომზადება ადვილია, ინგრედიენტები მუდამ ხელთ გაქვს და როგორი გემრიელია!

ამ რეცეპტის პლიუსი იმაშია, რომ აირღუმელში ცხვება. ინგრედიენტების წვენები ერთმანეთში ირევა და ძალიან საინტერესო გემო გამოდის.

ინგრედიენტები:


  • 2 ლავაში
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 400 გრ ქამა სოკო
  • მწვანილი
  • 1 კვერცხი
  • შავი პილპილი გემოვნებით


მომზადება:

  1. დაჭერით სოკო და ხახვი, შეწვით ზეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. ლავაშზე მოათავსეთ სოკოს შიგთავსი ისე, რომ კუთხეებზე არ მოხვდეს. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მწვანილი.
  3. წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე, სანამ შეიბრაწება.