ხორცი ქოთანში კარტოფილითა და ყველით

ხორცი ქოთანში კარტოფილითა და ყველით
fpaparazzi ძალიან გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. გვერწმუნეთ, ამ კერძით, ადვილად შეძლებთ ახლობლების გაოცებას.

საჭირო მასალა:
  • საქონლის ხორცი: 400გ
  • ხახვი-2თავი
  • ყველი- 100გ
  • ქამა სოკო- 15-16 ცალი
  • კარტოფილი- 3-4 ცალი
  • მცენარეული ზეთი
  • მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ხორცი დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად, შემდეგ კი ზეთში მოთუშეთ
2. ხახვი დაჭერით ალყა-ალყად
3. სოკო შუაზე გაჭერით და ზეთში მოთუშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში
3. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე
4. კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ, შემდეგ კი წვრილ კუბიკებად დაჭერით
5. თიხის ქოთანში ჯერ ჩააწყვეთ კარტოფილი, შემდეგ ხორცი, მაიონეზი, სოკო, ხახვი და შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი.
6. დაახურეთ თავსახური და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში

გემრიელად მიირთვით