მარტივი და ეფექტური პროცედურები კონიუნქტივიტის სამკურნალოდ

მარტივი და ეფექტური პროცედურები  კონიუნქტივიტის სამკურნალოდ
კონიუნქტივიტი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. მისი გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია. არსებობს ქლამიდიებითა და გონოკოკებით განპირობებული კონიუკონიუნქტივიტი, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდის შემდგომი ინფექციების შედეგი იყოს. ხშირია ულტრაიისფერი გამოსხივებით განპირობებული თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც.
ინფექციის წყარო შესაძლოა გახდეს: ჭუჭყიანი ხელები, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვ.

რეცეპტები:
  • კალანხოედან გამოწურეთ წვენი და გამოივლეთ თვალებში.

  • 1 ს/კ კამის დაქუცმაცებულ ბალახს, ან თესლს, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ გარეგანად - საფენების სახით.

  • 1 ს/კ შორთხვის ხმელ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ და გამოიყენეთ გარეგანად.

  • 3 ს/კ ტუხტის დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი. გააჩერეთ ღამის განმავლობაში, გაწურეთ. გამოიყენეთ კომპრესის სახით. საფენების და კომპრესებისთვის, ასევე, იყენებენ ტუხტის ფოთლის და ყვავილის ნაყენს: 2 ს/კ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალზე.

  • წყლის იელის ფოთოლს და ყლორტს, ასევე, გარეგანად იყენებენ - საფენების და კომპრესების სახით: 15 გრ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ.

  • 1 ს/კ კორდისკბილას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. გამოიყენეთ თვალის თბილი აბაზანებისთვის.

  • 1 ს/კ თხაწართხალას ხმელ, დაქუცმაცებულ, ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ ოთახის ტემპერატურის წყალი, ადუღეთ 10 წთ. და გააჩერეთ 1 სთ. გაწურვის შემდეგ გამოიყენეთ თვალში გამოსავლებად.

  • 15 - 20 გრ მრავალძარღვას დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ გამოსავლებად და საფენებისთვის.

  • 1 ს/კ არყის ხის კვირტს და ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ 5 წთ, გააჩერეთ 1 სთ. გამოიყენეთ მოსაბანად.

  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია ნიგვზიძირას: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 სთ, გაწურეთ. გამოიყენეთ საფენებისთვის და გამოსავლებად. ეს დოზა გათვლილია ერთ დღეზე.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა